Aa Aa
26 სექტემბერი 2020  |  11:33

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობას აანონსებს. ახალი პროექტის ხანგრძლივობა 4 წლის ვადით არის განსაზღვრული.

პროექტი 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 5 ხიდის და 5 გვირაბის მშენებლობასა და 1 ხიდის რეაბილიტაციას მოიცავს. გარდა ამისა, საცალფეხო გადასასვლელები, საფეხმავლო ბილიკები, ქვეითთა და პირუტყვთა გადასასვლელებიც მოეწყობა.

პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ მშენებლობისას გამოყენებული იქნება უნიკალური, მაღალტექნოლოგიური მეთოდები. ერთ-ერთი ასეთი თანამედროვე მეთოდი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობისთვის გამოიყენება. ქარსელაძე განმარტავს, რომ ამ გვირაბის გასაყვანად ჩინეთიდან საქართველოში სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანა, ე.წ. „თიბიემი“ ჩამოვა.

- „კარგია ის, რომ მიუხედავად ეპიდვითარებისა, ე.წ. თიბიემი დროზე ადრე ჩამოვა. შესაბამისად, პროექტს დროულად განვახორციელებთ. ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ამ 9 კმ-იანი სიგრძისა და 15 მეტრიანი დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობაა.“ - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

გაზიარება: