Aa Aa
7 ოქტომბერი 2020  |  15:59

9 200 ბრუნი, მაგრამ არა როტორი

სანამ პროექტს მიმოვიხილავთ, ჯერ მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განვიხილოთ.

ეს FD3S RX-7 როტორული ძრავით არ არის აღჭურვილი. მასში არც V8, 2JZ, RB26 და არც SR20 დევს. 9 000-ზე მეტი ბრუნის ლიმიტზე ფიქრისას კი მოტოცილკის ძრავებიც შეიძლება იფიქროთ, მაგრამ მაინც ვერ გამოიცნობთ. სხვათაშორის, ძრავი ტურბოდაბერვისაა.

მიუხედავად იმისა, რომ როტორული ძრავა ბევრს უყვარს, ასეთ ძრავებთან ერთად ცხოვრება მარტივი არ არის. ამ ყველაფერს კი უამრავი ძრავ-შეცვლილი RX-7 ადასტურებს.

ფოტოზე ნაჩვენები ავტომობილი ალვის ეკუთვნის. ავტომობილი მან 2013 წელს შეიძინა, როდესაც ის ვერცხლისფერი იყო, ავტომატური ტრანსმისია ჰქონდა და მოპარვის მცდელობის კვალი გააჩნდა, რაც დაზიანებულ საკეტებში გამოიხატებოდა.

სურათები უჩვეოლო ირლანდიასაც აღწერს - სექტემბერია, მზე ანათებს და ნისლიც არაა. ალვი კი ფოტოსესიისთვის უპირობოდ დაგვთანხმდა. შედეგად კი იმ სილამაზეს ხედავთ, რასაც სურათები ზუსტად აღწერენ.



პირველი შთაბეჭდილება? Rocket Bunny-სა და Liberty Walk-ის კორპუსის აღჭურვილობა რეალურ ცხოვრებაში უფრო მიმზიდველი ყოფილა, ვიდრე სურათებში ჩანს. ლოდინისას 50-დან 60 ავტომობილამდე ჩაიარა. ყველა მათგანი ერთნაირ ხასიათს ატარებდა. ატმოსფერო კი მაშინათვე შეიცვალა, რაც ალის RX-7-მა მოსახვევში შემოუხვია.

გადაღებისას თითქმის ყველა ასაკის ადამიანს სურდა ავტომობილი ახლოდან ენახა და მეპატრონესთან საუბარი გაემართა. FD3S-ი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილია, რაც იაპონიას გამოუშვია. ამ სილამაზეს განიერ კორპუსის აღჭურვილობას თუ დაუმატებთ, იმ კოლოსალურ ინტერესს მიიღებთ, რაც აღვწერეთ.

პირველი, რისი შემჩნევაც შეიძლება, კორპუსის დეტალების მოხდენამდე უჩვეულო სიგლუვით შესრულებაა. ავტომობილის მეპატრონემ დაკბილული ადგილები თვითონვე გაასწორა და შემდეგ მოარგო მანქანას. ის ფიქრობს, რომ ავტომობილი ასე უფრო კარგად გამოიყურება. მისი აზრით, არც ქარხნული პანელების გახვრეტა არის კარგი იდეა. მგონი ის მართალიცაა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ავტომობილი თავდაპირველად ვერცხლისფერი და ავტომატური ტრანსმისიის იყო. ახლა კი სრულიად სხვა სურათს ხედავთ. შევეცდებით ყველაფერი დეტალურად აგიხსნათ.

ავტომობილის შეძენიდან მალევე ალვიმ დაზიანებული ძრავის ჩანაცვლება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება იმით იყო გამოწვეული, რომ როტორული ძრავის რესტავრაციის ხარჯები სხვა უამრავ უფრო მძლავრ და გამძლე ძრავების ფასებს აღემატებოდა. მფლობელს ბავშვობიდან Honda S2000-ც უყვარდა, მაგრამ ავტომობილი მისთვის ძალიან პატარა იყო.

სწორედ ამიტომ, მან ნაავარიები S2000-ის შეძენა და ძრავისა და 6-სიჩქარიანი კოლოფის RX-7-ში განლაგება გადაწყვიტა. ამ სამუშაომ ოთხ თვეს გასტანა. ყველაზე დიდი გამოწვევა კი წინა ქვეჩარჩოზე და ძრავის დასამაგრებლებთან შეიქმნა. პრობლემას S2000-ის ელექტრონული საჭის სისტემაც წარმოადგენდა.

სირთულეების მიუხედავად, მფლობელმა ავტომობილის გზაზე დაბრუნება და ზაფხულის თბილ დღეებში გართობა მაინც მოახერხა.

2016 წელს მფლობელმა გადაწყვიტა, რომ ეს კონკრეული ავტომობილი ტურბო დაბერვით უნდა ემართა, რისთვისაც ავტომობილი ლიეტუვაში ჩაიყვანა. ალვის სამშობლოში HondaTuning.it-მა ტურბინის, გამშვები კოლექტორის, გამავალი მილისა და ინტერქულერის დამონტაჟების სამუშაო ჩაატარა.

ძრავას ახლა Aem Series 2-ის Ecu-მართავს და მისი ბრუნის ლიმიტი 9 200-ით განისაზღვრება. 1.0bar წნევაზე ძრავა 403 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როდესაც ავტომობილი ირლანდიაში დაბრუნდა, ალვიმ ის აღწერა როგორც "საშიში", რადგან ავტომობილს მოჭიდება უჭირდა.

მოჭიდების პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ავტომობილის გაგანიერება გადაწყდა. ალიმ ყველაფერი გულიანად გააკეთა. მისი ეს ხასიათი იმაშიც ვლინდება, რომ კორპუსის განიერი აღჭურვილობის დაყენებამდე ავტომობილი ჟანგსაწინააღმდეგო დამცავებით დაამუშავა. ირლანდიაში ტენიანობა მაღალია. ამის შემდეგ კი ზემოთ ნახსენები Rocket Bunny-ის პანელებიც ჩამოვიდა და დამონტაჟდა. ეს ყველაფერი კი Formula Red-ში შეიღება, რაც Honda-ს სახელგანთქმული ფერია.

SSR Professor TF1-ის დისკები პირდაპირ იაპონური საწარმოდან იქნა გამოწერილი. ეს 18-იანი დისკები სიგანეში იმხელაა, რომ ბორბლების არხებს თავისუფლად და ზუსტად ავსებს.

ინტერიერი თითქმის პირვანდელ მდგომარეობაშია. შეცვლილი მხოლოდ საჭე, AEM-ის ჰაერისა და საწვავის წნევის მაჩვენებელი და S2000-ის სიჩქარის გადამრთველია. ყველაზე მთავარი კი S2000-ის სრულად ფუნქცირებადი მაჩვენებელთა დაფაა.

ექსტერიერი მხოლოდ Rocket Bunny-ს აღჭურვილობას არ მოიცავს. წინ 99-წლის ბამპერი გვხება, უკან Jagspeed-ის კარბონის სპოილერი, სახურავზე Mazda-ს საზურავის სპოილერი, ხოლო უკანა ბამპერზე Rocket Bunny-ს დიფუზორია კუსტარულად გაუმჯობესებული.

დაკიდების მხრივ ავტომობილი თითქმის ქარხნულია. მას მხოლოდ BC Racing-ის ამორტიზატორები აქვს დამონტაჟებული. სამწუხაროდ წონის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა აგრეგატის ცვლილება წონის მცირედით მატებას გამოიწვევდა.

RX-7-ს Mazda Sumitomo-ს 4-პისტონიანი მუხრუჭებიც აქვს დაყენებული.

მიუხედავად იმისა, რომ ალვი ავტომობილს 7 წელია ფლობს, ის ფიქრობს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს. „დიდებული სამართავი ავტომობილია და პრობლემებს არ მიქმნის, მაგრამ სამუშაო მაინც ბევრია“ - განმარტა მან. მის გეგმებში გაგრილების გაუმჯობესება და სიმძლავრის 500 ცხენის ძალამდე გაზრდაა. ეს ყველაფერი კი პროექტის ამჟამინდელი მიზანია. თუმცა, თუ ავტომოყვარულის წადილს - იყოს უფრო უკეთესი - გავითვალისწინებთ, არამგონია ალვი საბოლოო დანიშნულების ადგილზე საუბრისას ზუსტი და დარწმუნებული იყოს.

გაზიარება: