Aa Aa
6 ოქტომბერი 2020  |  12:06

ევროპული Drift Masters-ის დამფუძნებლები საქართველოში არიან

ქართული დრიფდი განვითარებისკენ დიდ ნაბიჯს დგამს!

6 ოქტომბერს სასტუმრო  „სტამბაში“ 18:30 საათზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის წარმომადგენლები დრიფტში ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის European Drift Masters Championship-ის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებს შეხვდებიან.

ქართული მხარე მიზნად ისახავს დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საქართველოში ჩატარებას. ფედერაციის წარმომადგენლები, თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპელ სტუმრებს, ლილოში დაგეგმილი კომპლექსის,  „ლილო არენას“ პრეზენტაციას წარუდგენენ.

ამ პროექტის ფარგლებში ასაშენებელი ავტოდრომი მოიაზრება მთავარ ლოკაციად დრიფტში მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლად. ინტერესი თბილისის მიმართ ავტომრბოლელ მევლუდ მელაძის აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობამ გამოიწვია, ხოლო ღონისძიება რეალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერიამ, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას ლილოში სარბოლო ტრასის მოსაწყობად საჭირო ტერიტორია გადასცა, რომელიც უმოკლეს დროში საავტომობილო სპორტსა და მართვის სკოლებისთვის უმნიშვნელოვანეს წერტილად გადაიქცევა.

აღასანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში თბილისს ევროპის გამორჩეული ავტომრბოლელები ესტუმრებიან და აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქს ათასობით მაყურებელს და დიდ შემოსავალს მოუტანს.

გაზიარება: