Aa Aa
12 ოქტომბერი 2020  |  10:15

Mercedes CLK Black Series-ი ქურდებმა აგურებზე შეყენებული დატოვეს

იშვიათი CLK 63 AMG Black Series-ი პატრონს, საბურავების ნაცვლად, აგურებზე შეყენებული დახვდა.

90-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში საქართველოში ავტომობილის საბურავების მოპარვა და შემდეგ აგურებზე შეყენება გავრცელებული პრაქტიკა იყო. შეიძლება დილით გამოსულიყავით და თქვენი ავტომობილი საბურავების ნაცვლად, აგურზე შეყენებული დაგხვედროდათ. თანაც ეს უკვე აღარავის უკვდირდა. ზუსტად იგივე მოხდა ლონდონში ამ დღეებში და ეს იქ ყველასთვის შოკი აღმოჩნდა.

რატომ არის ეს შემთხვევა საიტერესო? CLK-ს წარმოება 2009 წელს შეწყდა. „მერსედესმა“  E-Class-ის კუპესა და კაბრიოლეტის წარმოება დაიწყო. თუმცა, CLK-ს ავტომოყვარულების გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული CLK 63 AMG Black Series-ია, რომელიც ამ ავტომობილების წარმოების დასრულებამდე შექმნეს.

ეს ავტომობილი საკმაოდ იშვიათია. ის მხოლოდ 500 ეგზემპლარად გამოუშვეს. ლონდონში ქურდებმა 500-დან ერთ-ერთს საბურავები მოხსნეს და აგურებზე შეყენებული დატოვეს. როგორც ჩანს, ქურდობის დროს რაღაც მოხდა და წინა საბურავების მოხსნა ვეღარ მოასწრეს. თვითონ ავტომობილის მოპარვა კი, თუ დაგროვილი გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ქურდების მთავარი მიზანი არც ყოფილა.

ადგილობრივი ავტოჟურნალისტები გაკვირვებულები წერენ და, „ავტომობილის შეურაცხყოფისთვის“ დამნაშავეების მკაცრ დასჯას იმედოვნებენ. დააკავეს თუ ვერა დამნაშავეები ამ დრომდე ცნობილი არ არის.

გაზიარება:

ცხელი სიახლეები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში