Aa Aa
24 ოქტომბერი 2020  |  12:46

Mercedes-Benz 500 E 30 წლის გახდა

დღეს Mercedes-Benz-ის ყველა მოდელი გაუმჯობესებულ, უფრო სწრაფ ვერსიას იღებს. ეს არ მოხდებოდა რომ არა Mercedes-Benz 500 E, რომელსაც წელს 30 წელი შეუსრულდა. ამის აღსანიშნავად, „მერსედესმა“ ამ ავტომობილის განვითარების ისტორია გაიხსენა.

ეს ავტომობილი 1990 წლის პარიზის საერთაშორის ავტოშოუზე გამოჩნდა. ეს იყო W124-ძარიანი საშუალო ზომის სედანი, 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით. ეს იყო ტვინ-ტურბოდაბერვის სარბოლო ვერსიის ძრავა, რომელმაც 1989 წელს ლე მანის 24 საათი მოიგო.

პირველი 500 E 326 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე 5.9 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - ელექტრონულად შეზღუდული 250კმ/სთ.

500 E არ იყო პირველი Mercedes-ი, რომელიც მასლქარების გზას მიჰყვა. 1960-იანებში ინჟინერმა ერიხ ვაქსენბერგერმა 6.3-ლიტრიანი V8 ძრავა W109 სედანში ჩადო და 300 SEL 6.3 მიიღო.

მართალია, ეს ავტომობილი Mercedes-AMG სპორტული სედანების წინაპარია, მაგრამ 500 E-ს განვითარებაში AMG არ მონაწილეობდა. Mercedes-მა დახმარებისთვის „პორშეს“ უხმო.  

გერმანიაში 500 E ორჯერ ძვირი ჭირდა, ვიდრე საბაზისო 300 E. ფასს იშვიათობაც მატებდა. სულ 10,479 ეგზემპლარად გამოუშვეს. 1993 წელს მოდელს სახელი შეუცვალეს და E 500 დაარქვეს. 1994 წელს წელს E 500 Limited ვერსია გამოუშვეს. ის მხოლოდ 500 ეგზემპლარად გამოვიდა.

1991 წელს Mercedes-მა 400 E გამოუშვა, რომელიც ნაკლებ, 279 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ის უფრო დიდი რაოდენობით - 22,802 ეგზემპლარად გამოვიდა. E 60 AMG 1993 წელს გამოჩნდა, რომლის 6.0-ლიტრიანი ვერსია 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

Mercedes-მა W124-ს წარმოება 1995 წელს შეწყვიტა, მაგრამ 500 E-ს სული AMG E63 S სედანში ცოცხლობს. 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V-8 603 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-96 კმ/სთ-მე 3.3 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 300კმ/სთ.

 

გაზიარება: