Aa Aa
13 ოქტომბერი 2020  |  11:39

ილონ მასკი: სრულიად ავტონომური მართვის სისტემის გამოცდა შემდეგ კვირაში დაიწყება

Tesla-FSD სისტემა სრულიად გარდაქმნა და მალე მისი შემოწმება დაიწყება.

Tesla-მ თავისი ავტოპილოტის სისტემა სრულიად შეცვალა. განსაკუთრებული ყურადღება FSD (სრულიად ავტონომურ) მართვის სისტემას დაუთმო. ბეტა ვერსიას 20 ოქტომბერს შეამოწმებენ. მასკის თქმით, „ტესლას“ მფლობელებმა ახალი პროგრამის დაყენება არ უნდა იჩქარონ. თანაც მას ყველა ვერც მიიღებს. მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ავტომობილებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მას მხოლოდ „გამოცდილი და ფრთხილი“ მძღოლები მიიღებენ.

FSD პროგრამაზe კომპანია დიდი ხანია მუშაობს და მისი ახალი ვერსიის გამოსვლის თარიღი რამდენეჯერმე გადაიდო.

აპრილში მასკმა განაცხადა, რომ სრულიად ავტონომური მართვის სისტემა მზად 2020 წლისთვის იქნებოდა. მისი თქმით, ეს პროგრამა ადამიანებს სახლიდან სამსახურამდე მართვაში ჩარევის გარეშე მიიყვანდა.

კომპანიას კარგად გამოცდილი და დახვეწილი FSD სისტემა სჭირდება, სანამ თავის რობოტაქსებს გამოუშვებს. მათი თქმით, ეს ტაქსები ზოგიერთ ბაზარზე უკვე შემდეგ წელს უნდა გამოჩნდეს.

ჯერ ცნობილი არ არის, რამდენ ხანს იქნება ეს ბეტა ვერსია მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი. ავტონომური მართვის სისტემის შემუშავება ძალიან რთულია და იმედიც არავის აქვს, რომ ბეტა ვერსია იდეალურად იმუშავებს. სავარაუდოდ, მას დამუშავება კიდევ დასჭირდება.

გაზიარება: