Aa Aa
21 ოქტომბერი 2020  |  12:16

რომის პაპის ავტომობილების კოლექციას Toyota Mirai შეემატა

რომელია პაპისთვის შესაფერისი ავტომობილი?

რომის პაპის კოლექციას ახალი ავტომობილი შეემატა. გაიცანით: Toyota Mirai-ს ვერსია მხოლოდ რომის პაპისთვის. გარდა ამისა, პაპს Dacia Duster-ი და Lamborghini Huracan-იც ჰყავს. 

ამ Mirai-ს მაყუჩის მილები არ აქვს. ის წყალბადზე მუშაობს. რა თქმა უნდა, რომის პაპისთვის ეს შესაფერისია. ხალხმა არ უნდა იფიქროს, რომ რომის პაპი გარემოს დაცვაზე არ ზრუნავს.

ბეტმენს Batmobile ჰყავს. პაპის ავტომობილებს კი ზედმეტსახელად Popemobile-ს უწოდებენ. ეს ავტომობილი ორი Mirai Popemobile-დან ერთ-ერთია. ისინი 2019 წელს სპეციალურად რომის პაპის იაპონიაში ვიზიტისთვის შეიქმნა. ახლა ერთ-ერთი მათგანი უკვე რომის პაპის მფლობელობაში გადავიდა.  

მანქანის სიგრძე 5.1 მეტრია. სიმაღლე 2.7 მეტრი. ეს 1.2 მეტრით უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი Mirai. ტექნიკურ მონაცემებზე ამან როგორ იმოქმედა, არ ვიცით, მაგრამ, არაგვგონია, რომის პაპს 0-100კმ/სთ-მდე მაჩვენებელი ადარდებდეს.

„პაპი ფრანცისკე გარემოს დაცვის საკითხებში ძალიან დაინტერესებულია. ეს, გარემოს გარდა, ერთმანეთის გაფრთხილების საკითხია. ამისთვის კი Toyota Mirai შესაფერისი ავტომობილია“. - ამბობენ „ტოიოტაში“.

გაზიარება: