Aa Aa
13 ოქტომბერი 2020  |  13:56

ტრევის პასტრანას Gymkhana Subaru WRX STI

სპეციალურად დამზადებული Subaru-ს სესანი მხეცურად გამოიყურება.

ტრევის პასტრანას უახლესი Subaru WRX STI ტრეკის სათამაშო, მიმზიდველიცაა და უამრავი ჰაერის მჭრელი ფრთა აქვს. მრბოლელს Hoonigan Racing Division Gymkhana-ს სერიებისთვის ავტომობილი Subaru-მ და Vermont SportsCar-მა მოუმზადა. საერთო ჯამში კი Caroline Reaper-ის მსგავს ცხარე ავტომობილს ხედავთ, რომელმაც ფესტივალზე ყველა უნდა გააოცოს.

შესაძლოა მისი აეროდინამიკული ფრთები ცოტა სულელურად მოგეჩვენოთ, თუმცა, ყველა მათგანი ფუნქციურია. ავტომობილის კორპუსი, ფრთებთან ერთად, მთლიანად კარბონისგან არის დამზადებული. Subaru-მ აეროდინამიკულ გვირაბში ავტომობილი გამოაშკარავებული კარბონით შეამოწმა და დარწმუნდა, რომ ფრთები ისე ჭრის ჰაერს, როგორც ცხელი დანა კარაქს.

სიმძლავრე სპეციალურად დამზადებული Subaru-ს ბოქსერის ძრავადან მოდის. ავტომწარმოებელი აგრეგატის სპეციფიკაციებს არ ასაჯაროებს, თუმცა, ძრავა ცხენის ძალებითა და ნიუტონებით გადაჭედილი აუცილებლად იქნება. შეგახსნებთ, რომ 2020 წლის WRX STI-ს ქარხნული ვერსია, 2.5 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით, 310 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მიუხედავად Gymkhana-ს წარმადობაზე ორიენტირებულობისა, ის მაინც თეატრალურ სპექტაკლად რჩება. გასაკვირი არ არის, რომ Pastrana-ს STI სპორტული, ნაპერწკლების მსროლელი გამშვებითა და გრძელი სვლის მქონე დაკიდებით აღიჭურვება. ეს უკანასკნელი თვისება გრძელი ნახტომებისთვის არის საჭირო.

ჩვენ კი ის დაგვრჩენია, რომ Gymkhana-ს ახალ სერიებს დაველოდოთ, რაც ნამდვილად სახალისო სანახავი იქნება.

გაზიარება: