Aa Aa
21 ოქტომბერი 2020  |  11:30

Jeep Wrangler JL-ის ნახევარკარიანი ვერსია პაპარაცებმა დააფიქსირეს.

Jeep-მა მოდელი 2018 წელს დააანონსა.

Jeep Wrangler-ი „აფტერმარკეტ“ დეტალების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა. მესამე რანგის კომპანიები პოპულარული უგზოობის ავტომობილზე ნაწილებს უშვებენ, რითაც ხეირობენ კიდეც. თუმცა, Jeep-მა საკუთარი ავტომობილის განსხვავებულად წარმოება გადაწყვიტა. კომპანიამ განახლებული Wrangler-ის მოდელი 2017 წლის ბოლო წარადგინა, რომელსაც ნახევარი კარები ჰქონდა. ასეთ კარებს ზედა სარტყელი ეხსნებათ. მოდელი ჯერ წარმოებაში არ არის, მაგრამ გავრცელებული პაპარაცული სურათები ცხადჰყოფს, რომ Jeep-ს ის არ დავიწყებია.

ნახევარ კარების შემჩნევა თეთრი ფერის სატესტო Wrangler-ზე მარტივია. ის უკანა პლექსიგლასის შუშასავით გამოიყურება, რომელიც სერიულ SUV-ში უკვე ხელმისაწვდომია. ფანჯრები სქელ მატერიაშია გახვეული, რომელიც უხეშად გამოიყურება, თუმცა, წარმოებამდე დეტალი კიდევ უფრო დაიხვეწება. მაშინ კი, როცა პანელი მოიხსნება ავტომობილის მძღოლი და მგზავრები უგზოობას უკეთესად შეიგრძნობენ.

2018 წელს ახალი Wrangler-ის დაანონსებისას, ნახევარკარიანი მოდელი კონცეპტის სახელით კლასიფიცირდა. იგივე კონცეფცია Wrangler Rubicon 392 Concept-შიც ვიხილეთ, რომელიც 450 ცხენის ძალიანი, Hemi-ს V8 ძრავათი არის აღჭურვილი. ის Ford Bronco-სთან ერთად წარსდგა. წინასაწარმოო Bronco-ს მოდელები უკვე იწყობის პროცესშია და როდესაც ის გამოჩნდება Ford-ი ავტომობილისთვის 150-ზე მეტ აქსესუარს შესთავაზებს მომხმარებელს.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს, იმას რომ მალე Bronco-სა და Wrangler-ის დიდ კონკურენციას ვიხილავთ, რასაც უამრავი ავტომოყვარული დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით - Jeep-ი ბრონკოს პირველობას არაფრის ფასად დაუთმობს!

გაზიარება: