Aa Aa
14 ოქტომბერი 2020  |  12:48

ბეტმენი ახალ ფილმში 1963 წლის Chevy Corvette Stingray-თ ივლის

ახალ ფილმს 2022 წლამდე ვერ ვიხილავთ

ბეტმობილი ფილმის მთავარი გმირია ისევე, როგორც ბეტმენი. ახალი ფილმი 2022 წელს გამოვა. მართალია, ჯერ ბევრი რამ ფილმზე არ ვიცით, მაგრამ რაღაც დეტალები უკვე ცნობილია. ახალი ბეტმობილი ამერიკული მასლქარებით არის შთაგონებული. თუმცა, შესაძლოა ფილმში სხვა ვარსკვლავი ავტომობილიც გამოჩნდეს - 1963 Chevy Corvette Stingray.

გადაღებებიდან გავრცელებულ სურათზე სწორედ ამ ავტომობილს ვხედავთ. მსგავსი სურათი ადრეც გამონდა. ჭორები გავრცელდა, რომ ამ ავტომობილით ფილმის ერთ-ერთი გმირი, პინგვინი ივლიდა, მაგრამ ახალი წყაროები ამტკიცებს, რომ დაკრძალვის კადრებში მის საჭესთან ბრუს ვეინი ზის. ეს შავი ფრის ავტომობილი ფილმის ესთეტიკაში მთლიანად ჯდება.

საინტერესოა, კიდევ რომელი ავტომობილები გამოჩნდება ფილმში. ახალ ბეტმობილს, რომელიც უკვე მეთერთმეტე ვერსიაა, გრძელი კაპოტი აქვს. ბეტმობილი ფართო და აგრესიულია. ცოტათი Dodge Charger-ს მოგაგონებთ. 

სამწუხაროდ, Fast and Furious 9-სა და ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის გარდა, ამ ფილმის პრემიერაც პანდემიის გამო გადაიდო. ფილმი შემდეგ ზაფხულში უნდა გამოსულიყო. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მას 2022 წლის 4 მარტამდე ვერ ვიხილავთ.

გაზიარება:

ცხელი სიახლეები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში