Aa Aa
19 ოქტომბერი 2020  |  12:58

ჯეიმს ბონდის ფილმში No Time To Die უახლესი Defender-ები გამოჩნდება

ფილმში გამოყენებული Defender-ები ქარხნულია!

Defender-ს ახალი რეკლამა აქვს. ეს არის კადრები ჯეიმს ბონდის ახალი ფილმიდან No Time To Die. დადევნების ვიდეოში სამი Defender-ი და მოტოციკლეტი ჩანს, თუმცა, ძნელია იმის დადგენა, ვის ვინ მისდევს. დევნაში შვეულმფრენიცაა ჩართული.

Land Rover-მა ფილმის გადაღებებისთვის უახლესი Defender 110-ები მიაწოდა. გადაღებების თარიღებისთვის ამ მოდელის წარმოების ფეხის აწყობა რთული იყო. გადაღებებში გამოყენებული 10 ავტომობილი ამ ხაზში გამოშვებული პირველი 10 ავტომობილია. მათი სერიული ნომრები 001-010-ით მთავრდება.  

ვიდეოში Defender-ები ძალიან მაღლა ხტება და ეს ნახტომები გაყალბებულს ჰგავს, მაგრამ ეს ასე არაა. ეს ავტომობილები 30 მეტრზე რეალურად ახტა. ქვები, წყალი, ხეები... გზად უამრავი დაბრკოლებაა, თუმცა Defender-ს ვერც ერთი შეაჩერებს. ბოლოს მაინც გადაბრუნება, მაგრამ ისევ „ფეხზე“ დგება და გზას აგრძელებს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ვიდეოში გამოჩენილი ავტომობილები ქარხნული Defender-ებია. მცირედი ცვლილებები წონის შესამცირებლად მაინც აქვს. მაგალითად, უკანა, დამატებითი საბურავი პლასტმასის რეპლიკით არის ჩანაცვლებული. Defender-ებმა 2-3 გადაღებას გაუძლო. 7 ნახტომში მიიღეს მონაწილეობა.

დენიელ კრეიგის ბოლო ფილმი ჯეიმს ბონდის როლში შემდეგ თვეში უნდა გამოსულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო კი ლოდინი 2021 წლის 2 აპრილამდე მოგვიწევს. გარდა უახლესი Defender-ისა ფილმი, რა თქმა უნდა, ძველი და ახალი Aston Martin-ებით იქნება სავსე.

გაზიარება: