Aa Aa
9 თებერვალი 2021  |  17:32

Top 10: ყველაზე სწრაფი აჩქარების მქონე საუკეთესო უნივერსალი

უნივერსალებს ატომოყვარულების გულებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გემოვნებაზე არ დაობენ და, ზოგს ისინი, თავისი სტილის გამო, არ მოსწონს. ნამდვილ ავტომოყვარულს კი უნივერსალის ფასი კარგად ესმის. ის კომფორტული და პრაქტიკულია. ყოველდღიურობას იდეალურად ერგება, მაგრამ, რა მოხდება, თუ უნივერსალი, პრაქტიკულის გარდა, წარმოუდგენლად სწრაფიც იქნება?

დღეს ჩვენ ტოპ 10 ყველაზე სწრაფად აჩქარებად უნივერსალებზე გესაუბრებით. რა თქმა უნდა, ამ სიაში ჩამოთვლილი ავტომობილების მსგავსი შედეგები შესაძლოა სხვა უნივერსალებსაც ჰქონდეთ, თუმცა, Top 10-ში საუკეთესოში სხვადასხვა მიზეზის გამო ყველა მათგანი ვერ მოხვდებოდა.

 

Mercedes-AMG C63 S Estate

ეს მოდელი 2018 წლიდან გამოდის. 4-ლიტრიანი V8 ბი-ტურბო ძრავა 503 ცხენის ძალასა და 700 ნმ-ს გამოიმუშავებს. C63 S წინაწამყვანია და 1800 კილოგრამს იწონის. მაქსიმალური სიჩქარე - 277კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე 4.1 წამში აღწევს, რამაც მას ჩვენ სიაში მეათე ადგილი მოუტანა.

 

Audi RS4  

წლების განმავლობაში RS4-ს ატმოსფერული V8 ძრავა ჰქონდა, 2018 წლიდან კი V6 დააბრუნეს. 2.9-ლიტრიანი ტვინ ტურბო V6 ძრავა 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი - 600ნმ. მაქსიმალური სიჩქარე - 250კმ/სთ. ავტმობილი 1790 კილოგრამს იწონის და 0-100კმ/სთ-მდე 4.1 წამში ჩქარდება.

 

Mercedes-AMG CLA45 S Shooting Brake  

ეს მოდელი მონაცემებს AMG A45 „ცხელ“ ჰეჩბექთან იზიარებს. 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავა 415 ცხენის ძალას და 500ნმ-ს გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე - 270კმ/სთ. წონა - 1668კგ. 0-100კმ/სთ-მდე 4.0 წამში აღწევს. ამ მაჩვენებლით ის ჩვენ სიაში მერვე ადგილზეა.

 

Porsche Panamera GTS Sport Turismo

GTS Sport Turismo-ს 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა 480 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი - 620ნმ. მაქსიმალური სიჩქარე -291კმ/სთ. ეს უკანაწამყვანი ავტმობილი საკმაოდ მძიმეა და 2115 კილოგრამს იწონის. თუმცა, 0-100კმ/სთ-მდე 3.9 წამში აღწევს.

 

Alpina B3 Touring 

ამ ავტომობილის დებიუტი 2019 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა. ყველა დროის ყველაზე ძლიერ Alpina-ს 3.0-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი, ბი-ტურბო ძრავა აქვს, რომელიც 462 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი - 700ნმ. მაქსიმალური სიჩქარე - 300კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე მისაღწევად მას 3.9 წამი სჭირდება.

 

Porsche Panamera 4S E-Hybrid Sport Turismo  

4S E-Hybrid Sport Turismo-ს ელექტრო მოტორი 134 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 2.9-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავა კი 435-ს. ამ ავტომობილს ჯამში 552 ცხენის ძალა აქვს. მაბრუნი მომენტი 750ნმ. მაქსიმალური სიჩქარე - 290კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე 3.7 წამში აღწევს და ის ამ მაჩვენებლით ჩვენი სიის მეხუთე ადგილს იკავებს.

 

Audi RS6

RS6-ის ტვინ-ტურბოდარვის V8 ძრავა და მაილდ ჰიბრიდული სისტემა 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი - 800ნმ. Dynamic პაკეტის შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ია. მიუხედავად იმისა, რომ ამ უნივერსალის წონა თითქმის სუვის წონას უდრის, ის 0-100კმ/სთ-მდე 3.6 წამში აღწევს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია.

 

Alpina B5 Touring

გასაკვირი არაა, რომ ეს ავტომობილი სამეულში მოხვდა. 4.4-ლიტრიანი ბი-ტურბო V8 ძრავა 599 ცხენის ძალასა და 800ნმ-ს გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე - 322კმ/სთ. ეს ავტომობილი თითქმის 2000 კილოგრამს იწონის და 0-100კმ/სთ-მდე 3.5 წმ-ში აღწევს, რაც შთამბეჭდავი შედეგია.

 

Mercedes-AMG E63 S Estate 

ამ ავტომობილის 4.0-ლიტრიანი ბი-ტურბო V8 ძრავა 612 ცხენის ძალას და 850ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს აქამდე ჩამოთვლილ ყველა უნივერსალის ცხენის ძალების რაოდენობაზე მეტია. მაქსიმალური სიჩქარე - 299 კმ/სთ. E63 S-ი 1 990 კილოგრამს იწონის. 0-100კმ/სთ-მდე 3.4 წამში აღწევს.

 

Porsche Panamera Turbo S Sport Turismo

ალბათ, ამ ავტომობილის პირველ ადგილას დანახვა არავის გაუკვირდება. 4-ლიტრიანი ბი-ტურბო V8 ძრავა 630 ცხენის ძალასა და 820 ნმ-ს გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე 315კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე 3.1 წამში აღწევს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე მისი კონკურენტების მაჩვენებლები.

 

როგორც ხედავთ, სიის ათივე ადგილას გერმანული ავტომობილები მოხვდა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ავტომწარმოებლები ცდილობენ, კონკურენცია, არამხოლოდ სხვა ქვეყნის მწარმოებლების პროდუქტებს, არამედ ერთმანეთსაც გაუწიონ. ჯანსაღი კონკურენციის შედეგად, ავტომოყვარულები იგებენ. ავტომწარმოელები ერთმანეთის დასაჯაბნად საუკეთესო უნივერსალის შექმნას ცდილობენ. საბოლოოდ, გამარჯვებული კი მყიდველი რჩება.

გაზიარება: