Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  10:53

Mercedes-Benz-ი: მძღოლები თავიანთი ავტომობილების ხმას აირჩევენ!

Mercedes-Benz-ს სურს, რომ მომავალში ელექტრო ავტომობილების მძღოლებმა საკუთარი ავტომობილების ხმა თვითონ აირჩიონ.

ძრავის ხმის ნაცვლად, მომავალ ელექტრო EQ ავტომობილებში ხმას თავად მძღოლები აირჩევენ.

ხმა ინტერიერის დინამიკებიდან გამოდის. ეს ხმა აქსელერატორის პოზიციის, სიჩქარის, დამუხრუჭების და მართვის სხვადასხვა რეჟიმის მიხედვით იცვლება.

ამ ხმების გამოყენება მაშინაცაა შესაძლებელი, როცა ავტომობილი გაჩერებულია. კარის გაღებისას, დაძვრისას ან დამუხტვისას განსხვავებული ხმა ექნება.

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილებს დაბალ სიჩქარეზე ქვეითთა გაფრთხილებისთვის ხმაც აქვს. ეს მოთხოვნა ევროპაში 2019 წლიდან ამოქმედდა.

Mercedes-ი EQC კროსოვერზე ახალ სისტემას ცდიან. ხმები საინფორმაციო-გასართობი სისტემიდან კონტროლდება. ამ ხმების შექმნასა და შემოწმებაზე 120 ადამიანზე მეტი მუშაობს.

ევროპაში EQC უკვე გამოსულია. ის პირველი EQ ავტომობილი იყო, რომელიც ამერიკაში უნდა გამოსულიყო. კორონავირუსის გამო კი მისი გამოსვლა 2021 წლამდე გადაიდო.  

ხელოვნურ ხმებზე სხვა ავტომწარმოებლებიც მუშაობენ. Audi- მ თავის ელექტრო E-Tron GT-ში ხმის 32 მაგალითი გამოიყენა. Mustang-მა Mach-E-ს კი ფენტეზის ჟანრის ფილმებით შთაგონებული ხმები დაუმატა.

 

გაზიარება: