Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  14:32

SSC Tuatara-მ 532 კმ/სთ განავითარა!

ავტომობილით ორი გარბენი მოეწყო, რომელთა საშუალო სიჩქარე 508 კმ/სთ-ს აღემატებოდა!

2007 წლის 13 სექტემბერს SSC Ultimate Aero-მ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი საწარმოო ავტომობილის სტატუსი დაიმსახურა. ავტომობილმა 412,22 კმ/სთ განავითარა. 13 წლის განმავლობაში კი ეს ტიტული ხელიდან ხელში გადადიოდა. ტიტულის ბოლო მფლობელი Koenigsegg Agera RS-ი გახლდათ, რომელმაც 447.19 კმ/სთ აჩვენა.

რეკორდზე პრეტენზია Bugatti Chiron Super Sport-მაც გამოთქვა. ავტომობილმა 490.48 კმ/სთ განავითარა. მიუხედავად შედეგისა, გარბენი მხოლოდ ერთი მიმართულებით შედგა და გინესის კრიტერიუმი ბოლომდე ვერ დაკმაყოფილდა. Bugatti-მ ახსნა თუ რატომ არ გაიარა ავტომობილმა საწინააღმდო მიმართულებით Ehra Lesien-ის სატესტო ტრეკი, თუმცა, ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

რატომ არ აქვს? იმიტომ, რომ მსოფლიოს ახალი სიჩქარის დემონი ჰყავს, რომელსაც SSC Tuatara ქვია. მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს SSC North America-მ პროფესიონალური მრბოლელის - ოლივერ ვების - დახმარებით Agera RS-სა და Chiron Super Sport 300+-ის რეკორდის დამხობა გადაწყვიტა.

საწარმოო ვერსის ავტომობილმა, ქუჩებში გადასაასგილებელი საბურავებითა და არასარბოლო საწვავით, ორ გარბენში საშუალოდ 508 კმ/სთ განავითარა. პირველ გარბენში 484 კმ/სთ-ით, ხოლო მეორე გარბენში ავტომობილი წარმოუდგენელად სწრაფად - 532 კმ/სთ-ით გაქროლდა. ეს ყველაფერი არ არის! ოლივერ ვების თქმით, ავტომობილს მეტიც შეეძლო და რომ არა პირქარები სიჩქარე უფრო მეტი იქნებოდა.

არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ Tuatara-მ რეკორდი სამოქალაქო გზაზე დაამყარა, რაც სამოქალაქო გზაზე ყველაზე მაღალი სიჩქარის განვითარების რეკორდიცაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავტომობილმა 532 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეძლო. ილივერ ვების თქმით, სიჩქარემ ბოლო ხუთ წამში 32 კმ/სთ-ით მოიმატა. მისი ეს სიტყვები კი ნამდვილად ადასტურებს, რომ Tuatara-ს მეტიც შეეძლო.

SSC North America-მ რეკორტი სერთიფიცირებული GPS-ის დახმარებით დააფიქსირა. პროცესს კი დამოწმებისთვის ორი სანქცირებული დამკვირვებელიც აკონტროლებდა. ერთი საათის განმავლობაში Tuatara-ს აქსელერაციის ზუსტი აღჭიცხვისთვის 15 სატელიტიც ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეკორდის მფლობელი 5.9-ლიტრიანი ორ ტურბინიანი V8 ძრავათია აღჭურვილი, რომელიც E85 საწვავზე 1 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 91 ოქტანიან საწვავზე კი 1 350 ცხენის ძალას. ავტომობილის მშრალი წონა 1 247 კილოგრამს, ხოლო წევის კოეფიციენტი 0.279-ს შეადგენს.

წარმოების ხაზი 100 ეგზემპლარამდე არის შეზღუდული და მისი ფასი 1 625 000-დან იწყება.

მას შემდეგ, რაც Bugatti სიჩქარის რეკორდზე მუშაობით ოფიციალურად აღარაა დაინტერესებული, ტიტულის მოპოვებას Hennessey Venom F5 და Koenigsegg Jesko Absolut-ი შეეცდება.

გაზიარება: