Aa Aa
22 ოქტომბერი 2020  |  12:18

Fast and Furious-ის მე-11 ნაწილი: კიდევ ორ ახალ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია

Fast and Furious-ის მოყვარულებს ფილმის კიდევ ორი ეპიზოდი ელოდებათ. გადამღები ჯგუფი მუშაობის 20 წელი უსრულდებათ.

მოხსენების მიხედვით, Universal Pictures-ი ორი ფილმის დამატებას გეგმავს. ჯამში კი ფილმის ეპიზოდები 11-მდე გაიზრდება და ბოლო ნაწილი საბოლოო იქნება.

ამბობენ იმასაც, რომ ფილმის გადაღებებს ჯასტინ ლინი გაუძღვება. ლინის რეჟისორობით გუნდს, მეცხრე ნაწილის ჩათვლით, ხუთი ფილმი აქვს გადაღებული. F9 2021 წლის მაისში გამოვა. მისი პრემიერა 2020 წლის მაისში იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონა ვირუსის პანდემიის გამო თარიღის შეცვლის საჭიროება შეიქმნა.

F9-ის თრეილერში, რომელიც ივნისში გამოვიდა, ჯონ სინა ვიხილეთ. ის დომინიკ ტორეტოს ძმის - ჯეიკობ ტორეტოს როლს ასრულებს. ანონსში ნახავთ იმასაც, რომ Tokyo Drift-ში აშკარა სიკვდილის შემდეგ ჰანი ისევ ცოცხალია.

მეათე ფილმის გამოსვლა 2016 წელს დადასტურდა და მისი გამოსვლის თარიღად 2021 წლის 2 აპრილი დასახელდა. თუმცა, ეს თარიღი ახლა მეცხრე ნაწილს ეკუთვნის. გეტყვით იმასაც, რომ გადამღებ ჯგუფს 2021 წელს 20 წელი უსრულდება. სერიების პირველი ნაწილის პრემიერა 2001 წელს შედგა.

ფილმის დასკვნითი ნაწილი შესაძლოა Fast and Furious-ის კინემატოგრაფიული სამყაროს დასასრული არ იყოს. ჩვენ უკვე ვიხილეთ დამატებილი ეპიზოდი Hobbs & Shaw-ს სახელით, სადაც მთავარი როლები ჯეისონ სტეტჰემმა და დვეინ ჯონსონმა შაესრულეს. Hobbs & Shaw-ს გაგრძელება კი დაანონსებულია.

2019 წელს ვინ დიზელმა განაცხადა, რომ Universal-ს სამი დამატებითი ფილმის გადაღება აქვს განზრახული. ერთ-ერთ ნაწილში კი შესაძლოა ქალი პროტაგონისტიც ვიხილოთ.

გაზიარება: