Aa Aa
22 ოქტომბერი 2020  |  13:22

Mercedes-ი განათებული ვარსკვლავის პრობლემის გამო მასიურ გაწვევას ორი SUV-ისთვის იწყებს

პანდემია რომ არამ პროცესი უფრო ადრეც დაიწყებოდა.

Mercedes-Benz-ი აშშ-ს ბაზრისთვის განკუთვნილ ათასობით SUV-ს ელექტრო სისტემის პრობლემის გამო უკან გაიწვევს. ამის მიზეზი Mercedes-Benz-ის განათებული ლოგოა, რომელიც დამატებით კომპლექტაციების სიაში წერია და შესაბამისად, დამატებით თანხაც ღირს. საერთო ჯამში ავტომწარმოებელი GLE-Class-ს და GLS-Class-ის 12 799 მოდელს დააბრუნებს ქარხანაში.

დოკუმენტის მიხედვით, „ვარსკვლავის ლოგოს“ ელექტრონული დამანაწილებელი სადენი არაზუსტადაა დამონტაჟებული. შედეგად, დაზიანებას სხვა ისეთ ელექტრონულ კომპონენტებზე აქვს გავლენა, როგორიც ელექტრონული საჭე, შუშების საწმენდის მოტორი და მარცხენა მაშუქია. პრობლემის აღმოსაფხვრელად კი დამანაწილებელი სადენის გადაადგილება და ხელახლა დაკავშირებაა საჭირო.

საბედნიეროდ, ამ ხარვეზების გამო საგზაო შემთხვევები არ მომხდარა. არსებული საკითხის შესახებ ცნობები პირველად გასულ წელს გასაჯაროვდა, რასაც გამოძიების მყისიერი დაწყება მოჰყვა. თუმცა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო პროცესები შეჩერდა.

დეფექტი ყველაზე მეტად Mercedes GLE-Class-ში გვხვდება. გაწვევა ჯამში 9 642 GLE-ს მოიცავს, განსაკუთრებით 2020 წლის GLE350, GLE450 და GLE 580 მოდელებს.

გეტყვით იმასაც, რომ ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოები 2020 წლის 8 დეკემბრიდან დაიწყება.

გაზიარება: