Aa Aa
23 ოქტომბერი 2020  |  12:00

გაიცანით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ავტობუსი

Praetorian-ი უგზოობის ავტობუსის სტანდარტს ამყარებს!

დღეს უამრავი SUV-ი და პიკაპი უგზოობაში სიარულისთვის თითქმის სრულყოფილ პაკეტს გთავაზობთ. თუმცა, რა ხდება მაშინ, თუ დაუსახლებელ ან მიტოვებულ ადგილას ბევრი ადამიანის წაყვანაა საჭირო?

Torsus Praetorian-ი მსოფლიოში ერთადერთი უგზოობაში სასიარულო ავტობუსია. ის MAN-ის შასისეზეა დაფუძნებული და გაუმჯობესებულია იმგვარად, რომ სპეციალური გარემო პირობებში მობილურობა შეინარჩუნოს.

ჩეხური კომპანია ამ ავტომობილს სლოვაკეთის ქარხანაში აწყობს. Praetorian-ის დანიშნულება ადამიანთა ჯგუფის რთულად მისასვლელ ადგილებში გადაყვანაა. მისი გამოყენება სამაღაროე ოპერაციებისთვის, სასრიალო კურორტებისთვისა და უდაბნოს ტურებისთვისაა შესაძლებელი.

ავტობუსს 36 ადამიანის გადაყვანა შეუძლია, რა დროსაც მისი საგზაო ღრეჩო 40 სანტიმეტრზე მეტი იქნება. ის 90 სანტიმეტრიანი სიღრმის წყალში შესვლასაც შეძლებს.

სიმძლავრეზე პასუხისმგებლობას 6.9 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავა იღებს, რომელიც 290 ცხენის ძალასა და 1150 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. აგრეგატი ZF-ის 9 სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან არის დაწყვილებული, რომელიც სიმძლავრეს ოთხივე ბორბლისკენ მიმართავს. მოდელს წინა და უკანა ხიდების ბლოკირებაც ექნება.

ევროპაში მისი ფასი 180 000 $-დან დაიწყება, რაც მხოლოდ შიშველ კორპუსს მოიცავს. თუმცა, Torsus-ს უფრო ძვირიანი კონფიგურაციების შექმნაც შეუძლია. მათი შესაძლებლობი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საექსპედიციო და აქციების დამშლელი ავტომობილის შექმნასაც მოიცავს. Torsus-ი მცირე ზომის Terrastorm-საც ითავაზება, რომელიც VW-სა და MAN-ი ვენზეა დაფუძნებული.

გაზიარება: