Aa Aa
23 ოქტომბერი 2020  |  12:48

ეს განსაკუთრებული Audi TT RS-ი Quattro-ს 40 წლის იუბილეს აღნიშნავს

ავტომობილი მხოლოდ გერმანიისთვის გამოვა და მისი ფასი 114 000 € იქნება.

დიახ, სწორად წაიკითხეთ - ეს 114 000 €-იანი Audi TT-ა. რა თქმა უნდა ეს ჩვეულებრივი TT-ს მოდელი არ არის. ის quattro-ს 40 წლისთავის აღსანიშნავადაა შექმნილი. ავტომობილის სრული სახელწოდება TT RS 40 Jahre quattro-ა და ის მხოლოდ გერმანიაში იქნება ხელმისაწვდომი.

მოდელი 40 ეგზემპლარად გამოვა. თითოეული მათგანი 1980 წლის Geneva Motor Show-ზე Ur-Quattro-ს ჩვენებიდან ერთ წელიწადს აღნიშნავს.

სპეციალური გამოშვების მოდელი სრულად აღჭურვილი RS-ი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2.5-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი ტურბო ძრავა ისევ 395 ცხენის ძალასა და 480 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სრული ამძრაობის სისტემა მაბრუნებელი მომენტის მიმართვის ტექნოლოგიითაც აღიჭურვება, რომელსაც თითოეული ბორბლის შიგნიდან დამუხრუჭება შეეძლება.

ტრანსმისია ისევ 7-სიჩქარიანი S tronic-ი იქნება. შესაბამისად 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარება იგივე - 3.7 წამი - დარჩება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 280 კმ/სთ-ს შეადგენს.

მაშინ, რა არის ახალი? ახალი ეს ფანტასტიკური ვიზუალის 20-იანი დისკები და რეტრო სტილის გაფორმებაა. ასეთი ვინილი ვოლტერ როილის 1987 წლის Pikes Peak-ის გამარვებულ Quattro S1-ზე იყო გადაკრული. გარდა ამისა, კორპუსი გაუმჯობესებული აეროდინამიკული დეტალებია დამონტაჟებული.

მყიდველები სალონში უკანა სავარძლების ჩანაცვლებას კარბონის განივი საყრდენით შეძლებენ, რაც წონას 16 კილოგრამით შეამსუბუქებს და ავტომობილის სიხისტეს გააძლიერებს. კაბინაში ალკანტარას უხვად შეხვდებით, ხოლო დეტალებზე ყველა მნიშვნელოვანი ემბლემა და ნაქარგი იქნება დატანებული.



რას ფიქრობთ?

გაზიარება: