Aa Aa
13 აპრილი 2021  |  18:24

მაშუქების რეგულირება: როგორ მივმართოთ მაშუქები სწორად?

ხარისხიანი მაშუქების ქონა გზის სათანადოდ გასანათებლად ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ნათურას გამოიყენებთ, თუ ის გზისკენ სწორად მიმართული არ იქნება. სამწუხაროდ, ეს ატომობილის ბევრ მფლობეს ავიწყდება.

რაღაც დროის და ჩანაცვლების შემდეგ, ხშირად მაშუქების განლაგება იცვლება. ამან შეიძლება შეზღუდული ხილვადობა გამოიწვიოს, რაც, რა თქმა უნდა, სიბნელეში მართვისას საშიშია. როცა 100 კმ/სთ-ის სიჩქარით მიდიხართ, მოულოდნელი დაბრკოლებისგან თავის ასარიდებლად მხოლოდ ერთი წამი გაქვთ. არასწორად მიმართული მაშუქებს თქვენი დრო ნულამდე დაჰყავს.

მაშუქების სწორად განლაგება მარტივი საქმე არ არის და ხშირად დიდ დროსაც მოითხოვს. თანაც, ყველა ავტომობილი განსხვავებულია. თუმცა, გამოცდილებით და მოთმინებით, ამისთვის საჭირო დროის შემცირებაა შესაძლებელი.

უპირველეს ყოვლისა, უნდა შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენს ავტომობილში თარაზო, რომელიც მაშუქების სწორ განლაგებაში ხელს შეგიწყობთ. მაგალითად, Honda-ს ვერტიკალური და ჰორიზონტალური თარაზო აქვს, რომელიც სწორად განლაგებაში დაგეხმარებათ. როგორც წესი, თარაზო მაშუქების ადგილის თავზე ან გვერდითაა მოთავსებული. მოდელების უმეტესობას მხოლოდ ერთ-ერთი, ვერტიკალური ან ჰორიზანტალური თარაზო აქვს. ზოგ ავტომობილს კი საერთოდ არც აქვს.

თუ ამჩნევთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, არ იდარდოთ. უბრალოდ კონცენტრირდით და ეცადეთ, რაც შეიძლება სწორი ზედაპირი იპოვოთ. გადმოიღეთ ზედმეტი ტვირთი ავტომობილიდან. შეავსეთ საწვავის ავზი ბოლომდე და შეამოწმეთ საბურავებში წნევა. შეამოწმეთ, მწყობრშია, თუ არა დაკიდების სისტემა. დააყენეთ ავტომობილი სწორ კედელთან რაც შეიძლება ახლოს და ჩართეთ მაშუქები. ახლო განათების მაშუქების განათების ცენტრს ასე იპოვით. მონიშნეთ ცენტრი ჰორიზონტალურად სკოჩით, ამ სხვა მსგავსი საშუალებით. შემდეგ უფრო გრძელი სკოჩით მონიშნეთ ისევ ცენტრი, ოღონდ ამჯერად ვერტიკალურად.

შემდეგ იპოვეთ მაშუქების მარეგულირებლები. როგორც წესი, ეს მარეგულირებელი ჭანჭიკია. რა თქმა უნდა, ყველა მოდელის შემთხვევაში განსხვავებული მდგომარეობაა, თუმცა, ძირითადად მარეგულირებელი ნაცრისფერი ან ვერცხლისფერია, რათა მაშუქების შავ ბუდეზე შესამჩნევი იყოს.

ჭანჭიკების განლაგება განსხვავებულია. GM-ის ავტომობილების შემთხვევაში ისინი ძნელად მისაწვდომია. ზოგიერთი ავტომწარმოებელი კი ამ ჭანჭიკისთვის ბუდეში სპეციალურ ხვრელს აკეთებს. მდებარეობის პოვნაში მფლობელის სახელმძღვანელო ან უბრალოდ „გუგლი“ დაგეხმარებათ.

მას შემდეგ, რაც მარეგულირებელს იპოვით, დაწიეთ ავტომობილი ისე, რომ ის კედლიდან დაახლოებით 8 მეტრით იყოს დაშორებული. ეს ზოგადი რეკომენდაცია. ავტომწარმოებლების მიხედვით, ეს მანძილი განსხვავებულია, მაგალითად, Crysler-ი დაახლოებით 10 მეტრს ითხოვს. ამ შემთხვევაში მფლობელის სახელმძღვანელო კიდევ ერთხელ გამოგადგებათ.

დაბლოკეთ ერთი მაშუქი. შეადარეთ მეორეს სინათლე კედელზე მონიშნულს. ვერტიკალურის შესამოწმებლად, სინათლის ყველაზე ინტენსიური ნაწილი ჰორიზონტალური ლენტის ხაზზე ან მის ქემოთ უნდა იყოს.

ჰორიზონტალურის შემთხვევში კი სინათლის მაღალი სიხშირის სინათლე ვერტიკალური ლენტის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს. ეს არის იმისთვის რომ საპირისპიროდ მომავალი ავტომობილის მძღოლებს სინათლით თვალი არ მოჭრათ, თქვენ კი გზას და გზაზე დაბრკოლებებს კარგად ხედავდეთ. თითო ჯერზე მარეგულირებელი მხოლოდ მეოთხედით მოაბრუნეთ. შეამოწმეთ სად დაეცემა სინათლე. გააკეთეთ ზუსტად იგივე მეორე მაშუქის შემთხვევაშიც.  

კარგი ისაა, რომ ახლა განათების მაშუქების რეგულირება, თავისით შორი განათების მაშუქების სინათლესაც გაასწორებს. ძირითად შემთხვევაში ამ მაშუქებს საერთო მარეგულირებელი აქვთ.

რეკომენდაციები სხვადასხვა ავტომწარმოებლის მიხედვით განსხვავებულია, მაგალითად, General Motors-ი გვირჩევს, რომ ნათების ცენტრსა და მაშუქის ჰორიზონტალური ცენტრის ხაზს შორის 0 მანძილი უნდა იყოს.

თუ ამ მითითებებს მიჰყვებით, თქვენი მაშუქები გზაზე სწორად იქნება მიმართული და შესაძლო მოსალოდნელ, თუ მოულოდნელ საფრთხეებს თავიდან აგარიდებთ. ეს თქვენი და ქვეითების უსაფრთხოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზიარება: