Aa Aa
12 თებერვალი 2021  |  23:00

BMW-ს მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის სითხეები

გადაცემათა კოლოფი ავტომობილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი მოვლა კი აუცილებელი, რადგან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვვაში შეკეთება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ტრანსმისიის მოვლა ზეთის სწორი შერჩევითა და მდგომარეობის მეთვალყურეობით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, თითქმის ყველა ავტომწარმოებლის ტრანსმისია ერთმანეთისგან განსხვავდება და მათი მოვლის პირობებიც კოლოფის ტიპზეა დამოკიდებული. ქვემოთ BMW-ს სხვადასხვა ტრანსმისიითვის საჭირო ზეთის ნაირსახეობებს წარმოგიდგენთ.

ვინტაჟური
5-სიჩქარიანი მექანიკური



ვინტაჟური მოდელების მექანიკურ გადაცემათა კოლოფებზე, როგორც წესი, საჭირო სითხე არ არის მითითებული, რადგან თითქმის ყველასთვის საჭირო სითხე საერთოა - GL-4.  

შეცვლის შეკომენდირებული ინტერვალი: 65 000 კმ.  

1990-2000-იანების 5-სიჩქარიანი ან 6-სიჩქარიანი ATF (გარდა E46 M3-ის, E92 M3-ის და Z4M-ისა)



შუა 1990-იანებიდან თითქმის ყველა BMW-ს მექანიკური გადაცემათა კოლოფები, გარდა 6-სიჩქარიანი M მოდელებისა, Dexron III ATF ზეთს საჭიროებს. გადაცემათა კოლოფზე "ATF" არის მითითებული.  ამ ზეთის პოვნა სირთულეს არ წარმოადგენს.

შეცვლის რეკომენდირებული ინტერვალი: 65 000 კმ.

2000-2010-იანების M 6-სიჩქარიანი და SMG (არა DCT) MTF



ეს არის ერა, როდესაც BMW-მ „სამუდამო“ სითხეების გამოყენება დაიწყო. გადაცემათა კოლოფს "MTF" დააწერა. „სამუდამო“ ბოლომდე რას გულისხმობს არ განუმარტავთ, ამიტომ სახელს ბოლომდე ნუ ენდობით. ახალი ზეთი გადაცემათა კოლოფს „აცოცხლებს“. სითხის ფორმულა წლების განმავლობაში იცვლებოდა:  MTF-LT-1, LT-2, LT-3, LT-5 და FFL-4. ამ ფორმულებს შორის შესამჩნევი განსხვავებაა. LT-2 ენთუზიასტებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია. LT სითხეები ყოველდღიური მოხმარებისთვის და ცივ ტემპერატურაზე კარგია, მაგრამ სიცხეში იმავე შედეგს არ აჩვენებს. SMG გადაცემათა კოლოფი MTF ზეთს საჭიროებს, SMG კი CHF 11S ჰიდრავლიკურ სითხეს.


შეცვლის რეკომენდირებული ინტერვალი: 65 000 კმ.

2000-2010-იანების DCT



ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი ორ კომპლექტ ქუროს იყენებს, რომლებიც „სველია“.  გადაბმულობის დისკს იგივე ზეთი სჭირდება, რაც გადაცემათა კოლოფის ნაწილებს. BMW-ს DCT-სთვის სპეციალური სითხე სჭირდება. ამ სითხეს "Lifetime Fill"-საც უწოდებენ.. თუმცა, სამუდამო სითხის იდეის არავის სჯერა. ახალი სითხე ავტომობილს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.

მაღალ ტემპერატურაზე ზეთი თხელდება და გადაბმულობა ბუქსაობს. ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი ზეთია საჭირო. Red Line DCTF განახლებული ფორმულაა, რომელიც ყოველდღიურობას და მაღალ ტემპერატურას კარგად უმკლავდება.

შეცვლის რეკომენდირებული ინტერვალი: 65000 კმ.

ვინტაჟური 4-სიჩქარიანი ავტომატიკური.



ATF Dexron III BMW-ს 4 სიჩქარიანი კოლოფისთვის სტანდარტული ზეთია. აგრეთვე, ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული ATF-ია, რისი პოვნაც საავტომობილო მაღაზიებშია შესაძლებელი.

შეცვლის შეკომენდირებული ინტერვალი: 65 000 კმ.

1990-2000-იანების 4 & 5 სიჩქარიანი ავტომატიკური.



BMW-ს 4 და 5 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ZF (4hp) -ის ან GM-ის მიერაა დამზადებული. ორივე მათგანისთვის Decron III (D4) ATF-ია რეკომენდირებული. მისი მოძებნა არც ერთ საავტომობილო მაღაზიაში ჭირს.

შეცვლის რეკომენდირებული ინტერვალი: 100 000 კმ.

ყველა 6 სიჩქარიანი ავტომატიკური



BMW-ს 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი GM-ის ან ZF-ის მიერ იყო შექმნილი. ასეთი ტიპის ტრანსმისიები 2000-იან მოდელებში გვხვდება. მოდელების მიხედვით BMW ZF-ის GA6HP19, GA6HP26-სა და GA6HP28-ს იყენებდა. ასეთი ტიპის გადაცემათა კოლოფებისთვის ქარხნული ATF-ი Dexron VI-ა.

შეცვლის რეკომენდირებული ინტერვალი 130 000 კმ.

ყველა 8 სიჩქარიანი ავტომატიკური



8 სიჩქარიანი კოლოფობი ZF-ის მიერაა შექმნილი და ის 2010-დან წარმოებულ მოდელებში გვხვდება. სხვადასხვა მოდელში 8HP45, 8HP50, 8HP70 და 8HP75 არის განთავსებული. ZF 8HP-ის სერვისი ქარხნულად Dexron VI-ით ხდება, რომელსაც BMW-ში „ATF 3-ად“ მოიხსენიებს.

შეცვლის რეკომენდირებული ინტერვალი 130 000 კმ.

გაზიარება: