Aa Aa
29 ოქტომბერი 2020  |  11:09

Rolls-Royce-მა დედამიწით შთაგონებული Wraith-ი შექმნა

შთაგონების წყარო შესაძლოა ნებისმიერი რამ გახდეს.

ბრიტანული კომპანია იმით ამაყობს, რომ მათ კლიენტის ნებისმიერი სურვილის ასრულება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ამას ბევრი ფულიც სჭირდება. თუმცა, ბევრი მდიდარი კლიენტი ექსკლუზიური Rolls-Royce-ს ყოლაზე უარს ვერ ამბობს. შთაგონების წყარო შეიძლება ბევრი რამ გახდეს. გაიცანით Rolls-Royce Wraith - შთაგონებული დედამიწით!

ეს ექსკლუზიური Rolls-Royce აბუ დაბიში აიწყო. მისი შთაგონება არა მხოლოდ დედამიწა, არამედ მთელი მზის სისტემაცაა.

ექსტერიერის ფერი წყლითაა შთაგონებული. კაპოტზე ზემოდან დანახული შუა აღმოსავლეთის ხედია. ამის გაკეთებას 100 საათი დასჭირდა. ექსტერიერს ხელით დახატული მზის სისტემა ამშვენებს.

სალონში ტყავია გამოყენებული. დიზაინი უდაბნოს ქვიშითაა შთაგონებული. ლურჯი აქცენტები მდინარეებსა და ტბებს განასახიერებს. მწვანე აქცენტები, კი, რა თქმა უნდა, ბუნებითაა შთაგონებული. თეთრი ფერი კი ღრუბლებს მოგვაგონებს.

მონაცემთა დაფაზე შუა აღმოსავლეთის სატელიტური სურათია. თავის დასადებებზე ისევ მთელი მზის სისტემაა გამოსახული.

„ჩვენ კლიენტებისგან მსგავს ხედვებს შეჩვეული ვართ. თუმცა, ეს სრულიად ახალი პერპექტივა იყო“. - თქვა მაიკ ბრაიდენმა,  Rolls-Royce Motor Cars-ის მთავარმა დიზაინერმა.

 

გაზიარება: