Aa Aa
29 ოქტომბერი 2020  |  14:26

Toyota-ს საწვავის ტუმბოთი გამოწვეული გაწვევა 3.3 მილიონ ავტომობილამდე გაიზარდა

ახალი გაწვევა კიდევ 1.5 მილიონ Toyota-ს და Lexus-სს მოიცავს.

Toyota-მ დღეს ახალი გაწვევის შესახებ გვამცნო, რაც დამატებით 1.5 მილიონ Toyota-ს და Lexus-ის ავტომობილს მოოიცავს. სავარაუდო პრობლემა საწვავის ტუმბოა. თუ „დეჟა ვუ“ გაქვთ გეტყვით, რომ ამ მიზეზით იაპონური ავტომწარმოებელი ავტომობილებს წელს უკვე მესამედ გაიწვევს. საერთო ჯამში დეფექტი 3.3 მილიონ ავტომობილს აქვს, რომლებიც 2013 წლიდან იწარმოებოდა.

ქვემოთ იმ მოდელთა ჩამონათვალია, რომელსაც ზემოთ ნახსენები დეფექტი პოტენციურად შეეხო:

• 2013-2015 Lexus LS 460;
• 2013-2015 Lexus GS 350;
• 2014 Toyota Fj Cruiser, Lexus IS-F;
• 2014-2015 Toyota 4Runner, Land Cruiser;
• 2014-2015 Lexus GX 460, IS 350, LX 570;
• 2015 Lexus NX 200t, RC 350;
• 2017 Lexus IS 200t, RC 200t GS 200t;
• 2017-2019 Toyota Highlander; Lexus GS 350;
• 2017-2020 Toyota Sienna and Lexus RX 350;
• 2018-2019 Toyota 4Runner, Land Cruiser;
• 2018-2019 Lexus GS 300, GX 460, IS 300, IS 350, LS 500h, LX 570, NX 300, RC 300, RC 350;
• 2018-2020 Toyota Avalon, Camry, Corolla, Sequoia, Tacoma, Tundra;
• 2018-2020 Lexus ES 350, LC 500, LC 500h, LS 500, RX 350L;
• 2019 Toyota Corolla Hatchback and Lexus UX 200;
• 2019-2020 Toyota RAV4.

მოხსენების მიხედვით, დეფექტური საწვავის ტუმბოს მქონე მანქანა მწყობრიდან უეცრად გამოდის. დაზიანების გამოვლენისას მაჩვენებელთა დაფა გამაფრთხილებელი სიგნალებით გაივსება, თუმცა, უფრო საფრთხილო ძრავის გათიშვაა. ძრავის გათიშვამ შესაძლოა მოხვევის და მუხრუჭის სისტემის გათიშვა განაპირობოს, რაც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას საავარიო სიტუაციას შექმნის. პრობლემის აღმოფხვრა ტუმბოს გამოცვლით იქნება შესაძლებელი, რასაც Toyota დაზიანებული ავტომობილების მესაკუთრეებს უსასყიდლოდ მოუგვარებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი გაწვევა 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა, რომლის ფარგლებიც 700 000-მდე ავტომობილს მოიცავდა. მარტის გაწვევამ კი მანქანათა რაოდენობა 1.83 მილიონამდე გაზარდა. საერთო ჯამში Toyota-ს საწვავის ტუმბოს შეცვლა 3.3 მილიონი ავტომანქანისთვის მოუწევს.

გაზიარება: