Aa Aa
31 ოქტომბერი 2020  |  11:48

2022 წლის Mercedes-Benz C-Class-ი თითქმის მზადაა

Mercedes-Benz-ი ახალ C-Class-ს გვიმზადებს. პაპარაცულ სურათებზე ადრეული ვერსია გამოჩნდა.

Mercedes-ს ავტომობილის დაფარვა მაინცდამაინც არც უცდია. ასე რომ, შესაძლებლობა გვაქვს, ახალ სტილს დავაკვირდეთ. მოსალოდნელია, რომ ახალი მოდელი W205 იქნება.  

ახალი C-class-ი წინაპარივით უკანაწამყვან პლატფორმაზე იქნება. ოთხივეწამყვანი ვერსია კი დამატებითი არჩევანი იქნება. კაპოტი უფრო დაბალია. ცხაურა კი S-class-ისა და E-class-ის სედანების მსგავსი იქნება.  

უკანა ნაწილი უფრო თხელია. მაშუქების დიზაინი კი უფრო თანამედროვე. სურათებიდან ძნელია იმის ვარაუდი რამდენად, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ საბარგულის ზომა კიდევ უნდა გაიზარდოს.

C-class-ს ტურბოდაბერვის 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა ექნება. AMG მოდელები C53-დან დაიწყება და ტურბოდაბერვის 6-ცილინდრიანი ძრავა ექნება. C63 შემთხვევაში კი 500+ცხენისძალიან ტვინ-ტურბოდაბერვის V8 ძრავას მივიღებთ. ფლაგ-ინ ჰიბრიდ ვერსიასაც უნდა ველოდოთ. კუპე და კაბრიოლეტი ვერსია შესაძლოა არც გამოვიდეს, რადგან Mercedes-ს წარმოების შემცირება უწევს.  

ყველაზე დიდი ცვლილება სედანსი სალონში შეინიშნება. საჭეს და ციფრულ მონაცემთა დაფას ახალი დიზაინი აქვს. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი S-class-ისას ჰგავს. სავარაუდოდ, ის 12,8-ინჩიანია.

ეს პროტოტიპები თითქმის დასრულებულია. თუმცა, ის 2021 წლის ბოლოს 2022 წლის მოდელის სახელით გამოვა.

გაზიარება: