Aa Aa
30 ოქტომბერი 2020  |  12:10

ავტონომიურად მართვადი სარბოლო ავტომობილი ადამიანურ შეცდომას უშვებს და კედელს ეჯახება

საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

კომპანიების მარკეტინგის მიუხედავად, სრულად დამოუკიდებლად მართვადი ავტომობილები ჯერ არ არსებობს და არც მომავალი რამდენიმე წელი იარსებებს. გადატვირთულ მაგისტრალებსა და ვიწრო ქუჩებზე იდეალურად გადაადგილება კარგი ხილვადობის დროსაც რთულია. თუ ამ ყველაფერს თოვლს, წვიმას და ცუდ მძღოლებს დავუმატებთ ავტომწმარმოებლების დავალება კიდევ უფრო რთულდება. ეს სარბოლო გუნდებისთვისაც კი გამოწვევას წარმოადგენს - შექმნან სრულად ავტონომიური ტრეკის ავტომობილი.

დღეს Roborace ღონისძიების ახალი ვიდეო გავრცელდა, რომელიც Formula E-ს და-ძმური სერიაა. ვიდეოში ჩანს თუ რამდენად ცუდი სტარტი აქვს დამოუკიდებლად მართვად სარბოლო ავტომობილს. მცირე მონაკვეთიანი ვიდეო აჩვენებს, რომ SIT Acronis Autonomous-ის გუნდის მანქანა ადგილიდან იძვრება, თუმცა, გზას პირდაპირ არ მიუყვება. ავტომობილი უეცრად უხვევს და პირდაპირ კედელს ეჯახება. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კორპუსის წითელი ნაწილი ჰაერში აფრინდა.

სარბოლო ტრასა უკვე დიდიხანია ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელ ადგილად გვევლინება. დისკური მუხრუჭები, ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფები, კარბონის კორპუსები და სხვა ტექნოლოგიები ჯერ ტრეკზე გაიტესტა, შემდეგ კი ყოველდღიურ ავტომობილებში ინტეგრირდა. ალბათ იფიქრებდით, რომ ავტონომიურად მართვადი სარბოლო ავტომობილების შექმნა მარტივია, მაგრამ ასე არ არის. აქ ავტომობილების დავალება უბრალოდ გზის გაკვლევა არ გახლავთ. მათ ეს ყველაფერი სწრაფად უნდა შეასრულონ. მცირედი შეცდომა კი შესაძლოა საბედისწერო აღმოცნდეს. SIT Acronis-ის მანქანა კი სტარტზევე დაზიანდა. ახლა კი წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, თუ 20 ასეთი სარბოლო ავტომობილი ერთდროულად დაიძვრებოდა.

გაზიარება: