Aa Aa
3 ნოემბერი 2020  |  11:08

Rezvani-მ Hercules 6x6 - „სატვირთოების ღმერთი“ გამოაჩინა

დებიუტი მალე შედგება!

როგორც ჩანს, Rezvani პირობას შეასრულებს და ახალ მოდელს წელს გამოუშვებს. კომპანია სამხედრო, გზებზე დაშვებული ავტომობილების წარმოებით არის დაკავებული. მან თავისი ახალი პროდუქტის ფოტო გამოაქვეყნა და ის დიდებულია. გაიცანით: Hercules 6x6.

გარდა იმისა, რომ მითიური სახელი აქვს, Rezvani ამტკიცებს, რომ Hercules 6x6 სატვირთოების ღმერთია. ის უნდა იყოს ყველაზე ძლიერი სატვირთო დედამიწაზე.

Hercules 6x6 კომპანიამ პირველად ივლისში გამოაჩინა. თითქოს მისი დებიუტი ზაფხულში უნდა შემდგარიყო. მაშინ ავტომობილის დიდი ნაწილი დაფარული იყო. დისკები ჩანდა, რომლებიც შავად იყო შეღებილი. ახალ სურათზე კი ისინი განსხვავებულია. მოკლედ რომ ვთქვათ, სურათზე რასაც ვხედავთ, ყველაფერი Rezvani-ს ჩვეულ სტილშია.  

Rezvani-მ ასევე დაადასტურა, რომ Hercules 6x6 რამდენიმე კვირაში გამოვა. როგორც ჩანს, პანდემიამ ამ ავტმობილის დებიუტზეც იმოქმედა.

ზუსტი რიცხვები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ მისი კონკურენტი Hennessey-ს ჰყავს და თანაც ამ ავტომობილს სატვირთოების ღმერთი ჰქვია, 1000 ცხენის ძალაზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ფასიც შესაბამისად მაღალი ექნება.

გაზიარება: