Aa Aa
4 ნოემბერი 2020  |  10:53

2022 წლის Volkswagen Golf R-ი ყველაზე ძლიერი Golf-ია

ახალი Golf R-ი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა სავსე!

2022 წლის Volkswagen Golf R-ის დებიუტი უკვე შედგა და ის ყველაზე ძლიერი Golf R-ია, რაც აქამდე ყოფილა. 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 315 ცხენის ძალასა და 420ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-96კმ/სთ-მდე 4.7 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე - 250კმ/სთ. გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი მექანიკური, ან 7-სიჩქარიანი DSG.

2022 წლის Golf R-ს სტანდარტული 4Motion ოთხივეწამყვანი სისტემა აქვს, მაგრამ ის წინა თაობისგან განსხვავებულია. ავტომობილს დრიფტის, კომფორტის, სპორტის, სარბოლო და ინდივიდუალური რეჟიმი აქვს. უკანა დაკიდების სისტემა 20 მილიმეტრით დადაბლებულია. ზამბარები უფრო ხისტია.

ავტომობილის ექსტერიერი ისევე კარგად გამოიყურება, როგორიც მონაცემები აქვს. „ცხელ“ ჰეჩბექს ახალი წინა ბამპერი აქვს. სპლიტერი ავტოსპორტითაა შთაგონებული. ცხაურა და ჰაერის შემწოვები Golf-ისთვის დამახასიათებელია. 19-იანი დისკები და ზაფხულის საბურავები სტანდარტულია.

რა თქმა უნდა, გაუმჯობესებები ინტერიერშიც გვხვდება. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი 10.0-ინჩიანია. ციფრული მონაცემთა დაფა განახლებულია. საჭეზე ტრადიციული ღილაკები ჩანაცვლებულია. საჭეზე სპეციალური R ღილაკია, რომელსაც ატომობილი სარბოლო რეჟიმში გადაჰყავს. R ლოგოს სალონში ბევრგან შევხვდებით.

ახალი VW Golf R-ის ფასი ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, 2019 წლის მოდელის ფასი  $40,395-დან იწყებოდა და, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2022 წლის მოდელი ყველაზე ძლიერი R-ია, მისი ფასი გაცილებით მაღალი უნდა იყოს.

 

გაზიარება: