Aa Aa
7 ნოემბერი 2020  |  11:39

Bowler-ი 567-ცხენისძალიან Defender-ს ააწყობს

Land Rover-მა Bowler-ს Defender-ის ფორმის გამოყენების უფლება მისცა.

ეს უბრალოდ გაუმჯობესებული Land Rover Defender-ი არ არის. ეს სრულიად ახალი ავტომობილია Bowler-ისგან. ეს არის კომპანია, რომელმაც თავი ყველგანმავალი სარბოლო ვერსიების აწყობით დაგვამახსოვრა. 2016 წლის შემდეგ ეს კომპანიის პირველი ავტომობილი იქნება.  

Land Rover-მა, რომელიც Bowler-ს უკვე ერთი წელია ფლობს, კომპანიას Defender-ის სრულიად გარდაქმნის უფლება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქმნილება ალუმინის პანელებით, ძველ ვერსიებს ჰგავს, კორპუსის ქვეშ სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა.

CSP 575 (ჯერ მხოლოდ კოდური სახელი გვაქვს) Bowler-ის ‘CSP’ ფოლადის შასიზე იქნება. ავტომობილი JLR-ის 567-ცხენისძალიან V8 ძრავას იყენებს. ეს იქნება 4-ადგილიანი ავტომობილი, კომფორტისთვის საჭირო დეტალებით, მაგალითად, ჰაერის გამაგრილებლით. დაკიდების სისტემა დაიხვეწება.  

ეს ავტომობილი Land Rover-ის Special Vehicle Operations დივიზიასთან ერთად აიწყობა და მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოვა. შეკვეთების მიღება შემდეგი წლიდან დაიწყება. მისი ღირებულება დაახლოებით £200,000 იქნება. ეს მაღალი ფასიც რეალურად იმაზე დაბალია, ვიდრე Defender-ის მოდიფიცირების შემთხვევაში სხვა კომპანიები ითხოვენ.

 

გაზიარება: