Aa Aa
3 თებერვალი 2021  |  11:00

10 საუკეთესო ავტომობილი, რომელიც ჯერემი კლარკსონს ჰყოლია

Alfa Romeo GTV6-დან დაწყებული, McLaren 675LT-ით დამთავრებული, კლარკსონის ფარეხი უამრავ დიდებულ ავტომობილს დაუმშვენებია.

როდესაც საავტომობილო თემატიკის სატელევიზიო ჩვენებაზე ფიქრობთ პირველ რიგში, ალბათ, Top Gear-ი და The Grand Tour-ი გახსენდებათ. თანამედროვე Top Gear-ის იდეა ჟურნალისტ ჯერემი კლარკსონსა და პროდიუსერ ენდი ვილმანს ეკუთვნის. ერთობლივი ეპიზოდი პირველად 2002 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც კლარკსონმა თანაწამყვანებთან - ჯეიმ მეისთან და რიჩარდ ჰამონდთან - ერთად მსოფლიო დიდება და ცნობადობა მოიპოვა.

ამ უაღრესად საზრიან და სახალისო პიროვნებას მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილები ჰყავს გატესტილი. სიურპრიზი არ იქნება თუ გეტყვით, რომ მის ფარეხს ლეგენდარული მანქანები ამშვენებენ. ის საკუთარი ფარეხის შესახებ იშვიათად საუბრობს, მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციით გარკვეული მოდელების შესახებ მაინც არის ცნობილი.

Alfa Romeo GTV6


წითელი GTV6 მეორე Alfa Romeo-ა, რომელიც კლარკსონის ფარეხში მოხვდა. ეს ზუსტად ის ავტომობილია, რომელიც The Grand Tour-ის მესამე სეზონის შოტლანდიის ეპიზოდში ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ სათავგადასავლო მოგზაურობა ეპიზოდში დასრულდა, კლარკსონს ამ ავტომობილთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. სერიის დასრულების ბოლოს ჯერემიმ ასეთი რამ თქვა: „ზოგადად, როცა საქმიანობას ვასრულებთ გამოყენებული ავტომობილები... არ ვიცი ზუსტად სად მიდიან. მაგრამ ის ვიცი, რომ ეს ავტომობილი ჩემს სახლში აღმოჩნდება. კლარკსონს თითქმის ნებისმიერი ავტომობილის შეძენა შეუძლია. კლასიკური ავტომობილების მიმართ მისი ამგვარი პატივისცემა კი ნამდვილად დასაფასებელია.

Aston Martin Virage


Vantage-სა და DB9-ზე გრძელი Virage-ი „ზორბა“ ჯერემი კლარკსონისთვის შესაძლოა იდეალური „ასტონი“ იყოს. თუ მის Aston Martin-ისა და V12-სადმი სიყვარულს გავითვალისწინებთ, სიურპრიზი არ იქნება, რომ ის ამ ავტომობილს ფლობს.

BMW M3 CSL


„BMW-ს მაქსიმალური გამოხატულება“ - ჯერემი კლარკსონის ეს სიტყვები BMW M3 CSL-ის მისამართით იქნა ნათქვამი. ამგვარ შეფასებაზე გავლენა სატესტო ადგილმაც იქონია. Top Gear-ის ეს სიუჟეტი Isle of Man-ში შედგა, სადაც სიჩქარის ლიმიტი არ არსებობს. კლარკსონი მოდელით იმდენად მოიხიბლა, რომ მალევე CSL-მა მის ფარეხში ადგილი დაიკავა.

Ferrari F355


რა იქნებოდა საავტომობილო კოლექცია Ferrari-ს გარეშე? ჯერემის იმდენად მოეწონა F355, რომ სატესტო სიუჟეტმა მის მიერ ავტომობილის შეძენის კადრებიც მოიცვა. სამწუხაროდ, ეს ბედნიერი შენაძენი არ ყოფილა. ამ მანქანის მართვისას პოლიციელები ჟურნალისტს ხშირად აჩერებდნენ.

Ford Escort RS Cosworth


Ford Escort Cosworth-ი მძლავრი, აგრესიული და რალის გენების მატარებელი ჰეჩბეკი იყო. ავტომობილს ბოროტი ხასიათი მისი პირველივე დანახვითაც იყოს შესაძლებელი. არ არის გასაკვირი რომ ჯეზას ერთ-ერთი მათგანი ჰყავდა.

Ford GT


კლაკსონს ეს ავტომობილი თავდაპირველად იდეალურად მოეჩვენა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ გმირი ავტომობილების მართვა და პატრონობა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. პირველი თაობის GT-ი მან გამოსვლისთანავე შეიძინა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მოდელი ბრიტანული გზებისთვის ზედმეტად განიერი იყო. გარდა ამისა, მანქანას დაუსრულებელი ელექტრო პრობლემები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ გაყიდვა გადააწყვეტინა.

McLaren 675LT


მას შემდეგ, რაც The Grand Tour-ის კონტრაქტზე მელანი გაშრა, კლარკსონის სახლთან McLaren 675LT გამოჩნდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ავტომობილი ფარეხში არ იყო, როდესაც მეიმ და ჰამონდმა, ერთ-ერთ ეპიზოდში, ჯერემის სახლი ააფეთქეს.

Mercedes CLK 63 AMG Black Series


ჯერემი ყველაზე ხშირად თავის პირადად Mercedes CLK 63 AMG Black Series-ზე საუბრობდა. ის მუდმივად აქებდა ამ გადარეულ, საბურავების მწველ ავტომობილს. თუმცა, ერთხელაც Tweeter-ზე ასეთი განცხადება შეგვხვდა: „მძიმე დღეა. ახლახანს ჩემი AMG-ი გავყიდე. ვეჭვობთ, რომ ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი ავტომობილი იყო.

Volkswagen Golf GTI


იმის შესახებ, რომ ჯერემი VW Golf GTI-ს მფლობელობით ბედნიერი იყო 2015 წელს, Dieselgate-ის სკანდალის შემდეგ გავიგეთ. მან ერთ-ერთ ანოტაციაში ასეთი რამ განაცხადა: „ჩემი ახალი მანქანით ბედნიერი ვარ“.

Volvo XC90


არსებობს ინფორმაცია, რომ კლარკსონი წლების განმავლობაში რამდენიმე XC90-ს ფლობდა. მან ისიც აღიარა, რომ ის შვედური მოდელის დიდი გულშემატკივარი იყო.

გაზიარება: