Koenigsegg-ი Tuatara-ს რეკორდს არ აღიარებს
Koenigsegg-ი ახალ რეკორდს არ აღიარებს!
დაახლოებით სამი კვირის წინ Tuatara ჰიპერქარმა სიჩქარის რეკორდი - 532კმ/სთ დააფიქსირა. სამი წლის წინ იმავე ტრასაზე Koenigsegg Agera RS-მა 448 კმ/სთ აჩვენა. მიუხედავად SSC-ს მცდელობებისა, ოფიციალურად დამკიცებული მხოლოდ Agera RS-ის რეკორდია და, როგორც ჩანს, Koenigsegg-მა ამის შეხსენება გადაწყვიტა.
ამ რეკორდის აღსანიშნავად, Koenigsegg-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ამ პოსტში SSC პირდაპირ არ უხსენებიათ, მაგრან მინიშნება აშკარაა. შვედური კომპანია ახალ რეკორდს არ აღიარებს. მათ პოსტი ასე დაასათაურეს „მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი“ და აღნიშნეს ფაქტი, რომ ეს რეკორდი სამი წელია, მოუხსნელია.
კონტექსტის გარეშე პოსტი შესაძლოა, ჩვეულერივად მოგეჩვენოთ. სინამდვილეში კი საქმე იმაშია, რომ Tuatara-ს რეკორდს გინესის რეკორდების წიგნი არ აღიარებს. რეკორდის დაფიქსირებას მათი წარმომადგენელი არ დასწრებია. SSC-ს ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვიდეოში გარკვეული უზუსტობები დააფიქსირეს და ამბობენ, რომ რეალურად ახალი რეკორდი არ დამყარებულა.
SSC ამტკიცებს, რომ, მიუხედავად ვიდეოში არსებული უზუსტობებისა, რიცხვები სწორია და ეს შედეგები კომპანია Dewetron-მაც დაადასტურა. თუმცა, ამ ბოლო დროს, კომპანიამ უკან დაიხია და ამ შედეგებს არც უარყოფს და არც ადასტურებს.