Aa Aa
6 ნოემბერი 2020  |  11:02

Lego-ს Ghostbusters Ecto-1 2,352 ნაწილისგან იწყობა

ახალი სათამაშო 15 ნოემბერს გამოვა!

ამ ზაფხულმა ჰოლივუდური ბლოკბასტერების გარეშე ჩაიარა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფილმების პრემიერები გადაიდო. „ფორსაჟის“ და ჯეიმს ბონდის ახალი ფილმების გარდა, Ghostbusters-ის ფილმის პრემიერაც დაგეგმილზე გვიან შედგება. სანამ Ecto-1 ეკრანებს დაუბრუნდება, Lego-მ ახალი სათამაშო შემოგვთავაზა: 2 352- ნაწილიანი Ecto-1.

აწყობის მდგომარეობაში სათამაშოს სიგრზე 47 სანტიმეტრია. ძალიან პატარა დეტალებისგან შედგება, რომლებიც, Ghostbusters-ის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობია. Lego-ს თქმით, Ecto-1 ყველაზე დეტალიზირებული ქმნილებაა კომპანიისგან.  

საჭე ტრიალებს, სავარძლები გადაადგილდება. ეს სათამაშო ყველაფერს აკეთებს, რასაც ფილმში Ecto-1. Lego-ს დიზაინის სპეციალისტის მაიკლ ფსიაკის თქმით, ამ ავტომობილში ბევრი სურპრიზია დამალული, რომლებსაც აწყობის დროს აღმოაჩენენ.

Lego-ს ახალი სათამაშო $199 ეღირება. ეს იგივე ფასია, რასაც კომპანია 2020 წლის Land Rover Defender-ისთვის ითხოვს. Ghostbusters: Afterlife კინოთეატრებში 2021 წლის 11 ივნისს გამოვა. მანამდე კი ამ ფილმის მოყვარულები სიცარიელეს Ecto-1-ის აწყობით შეივსებენ.

 

გაზიარება: