Aa Aa
9 ნოემბერი 2020  |  10:51

Aston Martin-ის მფლობელი ქვას შეეჯახა და დილერს უჩივლა

Aston Martin-ის ძუნწი მძღოლი ორმაგად დაისაჯა!

რა თქმა უნდა, ყველას არ ჰქონია Aston Martin-ით ქვასთან შეჯახების გამოცდილება, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას იგრძნობდა მფლობელი. თუმცა, ეს ისტორია, ყოველგვარი ლოგიკიდან ამოვარდნილია. რა მოხდა, როცა Aston Martin-ის კანადელი მფლობელი დიდ ქვას შეეჯახა და მერე შეკეთებისთვის საჭირო თანხა არ მოეწონა? სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც დაწყებამდეც წაგებული იყო.

Aston Martin DB9 მწარმოებლის და თანამედროვეობის გამორჩეული კუპეა. დახვეწილი ექსტერიერი და ძლიერი ძრავა. DB9 ჯეიმს ბონდის რჩეული ავტომობილია.

მიუხედავად იმისა, რომ მეორადი ავტომობილების ბაზარზე Aston Martin DB9-ს ფასმა დაიწია, ის ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირია. რა თქმა უნდა, მის შეკეთებასაც დიდი თანხა სჭირდება. შესაძლოა, ადამიანმა ოცნება აიხდინოს და დიდი ხნის მერე შეიძინოს, მაგრამ, ავტომობილის ფლობა მხოლოდ მისი შეძენა არაა.  

მას შემდეგ, რაც კანადელს მაღაზიიდან მისი ავტომობილის შეკეთებისთვის ანგარიში მიუვიდა, გადაწყვიტა, რომ მაღაზიისთვის სასამართლოში ეჩივლა. რა თქმა უნდა, მან ეს დავა წააგო და კიდევ უფრო დიდი თანხაც დახარჯა.

სასამართლომდე მას $85,000 ჰქონდა გადასახდელი. ახლა კი ჯამში $328,930.50-ის გადახდა მოუწევს.

გაზიარება: