Aa Aa
10 ნოემბერი 2020  |  10:45

ახალი სპორტული სედანი: 2022 წლის Hyundai Elantra N

ახალი Enatra N თითქმის მზადაა!

Hyundai სწრაფი ავტომობილების შექმნაზე მუშაობს. სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი N ბრენდის ავტომობილებს უშვებს. აქამდე Tucson N Line უკვე ვიხილეთ. ახლა კი კომპანიამ ახალი Elantra N გამოაჩინა. სურათზე კომპაქტური სპორტული სედანი ჩანს.

ახალ ორ სურათზე Elantra N წინა და უკანა მხრიდანაც ჩანს. ის ჯერ კიდევ შეფუთულია და ყველა დეტალი არ ჩანს. განსაკუთრებით კი წინა მხარეს. თუმცა, ბამპერის საფარი წინა ვერსიებისგან ბევრად განსხვავებულად გამოიყურება. ჰაერის შემწოვების ზომა გაზრდილია. ავტომობილი დადაბლებული ჩანს. უკან დიდი ფრთა და მაყუჩის ორი მილია.

დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ახალ Elantra-ს 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა ექნება, რომელიც 275 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის იქნება, ან 6-სიჩქარიანი მექანიკური. ძალა წინა თვლებს მიეწოდება.

275 ცხენის ძალა თანამედროვე სტანდარტებით ბევრი არ არის, მაგრამ Elantra მცირე ზომის ავტომობილია. თანაც Elantra N Line-ს 201 ცხენის ძალა აქვს. თუ კომპანიის სარეკლამო კამპანიას გავითვალისწინებთ, შესაძლოა ახალი Elantra N 2020 წლის ბოლოსაც ვიხილოთ.

გაზიარება: