Aa Aa
11 ნოემბერი 2020  |  10:48

პოლიციის დევნისას სატვირთო სახლის წინ გაჩერებულ ორ კლასიკურ Mustang-ს შეეჯახა

ახალი Camaro დამტვრევას ძლივს გადაურჩა!

ავარია ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ, რამხელაა იმის შანსი, რომ თქვენი კერძო სახლის წინ მოხდება? კიდევ უფრო მცირეა იმის შანსი, რომ ამ ავარიაში ერთდროულად შენი სამი ავტომობილი მოყვეს და თანაც მათგან ორი იშვიათი „მუსტანგი“ იყოს. სწორედ ეს იშვიათი მოვლენა გადაიღო სამხრეთ კალიფორნიაში ავტოფარეხთან დამონტაჟებულმა კამერამ.

ამ ფაქტის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. გვაქვს მხოლოდ რამდენიმე წამიანი ვიდეო, რომელზეც მომხდარი აისახა. სახლის წინ ორი „მუსტანგია“ გაჩერებული. შუაში მისაბმელი დგას. მათ უკან პიკაპია. პიკაპთან კი „კამარო“  ჩანს. უცებ, მაღალი სიჩქარით მომავალი სატვირთო ამ ავტომობილებს ეცემა.

როგორც აღმოჩნდა, სატვირთოს მძღოლი პოლიციას გაურბოდა, როცა ავტომობილი ვეღარ დაიმორჩილა. 1967 წლის კაბრლიოლეტი „მუსტანგმა“ და 1964 წლის კუპე ყველაზე მეტად დაზიანდა. ავტომობილების უიღბლო მფლობელის თქმით, დაზღვევა სამიდან მხოლოდ ორის შეკეთებას დაუფინანსებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმცია არ გვაქვს. არც ის ვიცით, რატომ გაურბოდა მძღოლი პოლიციას. ფაქტი კი ერთია, როგორც მფლობელი უწოდებს, ვიღაც „იდიოტის“ გამო, მისი სამი ავტომობილი დაზიანდა.

 

 

გაზიარება: