Aa Aa
12 ნოემბერი 2020  |  11:44

ახალი BMW iX: 500-ცხენისძალიანი ელექტრო სუვი

ახალი ელექტრო სუვი ავტონომური მართვის სისტემით!

როგორ ფიქრობთ, მზად არის მსოფლიო ახალი ელიტური სუვისთვის? როგორც ჩანს, BMW ფიქრობს, რომ კი. ბავარიული ავტომწარმოებელი ახალ iX-ის გამოუშვებს, რომლის კოდური სახელიც iNext იყო.

iX საშუალო ზომის ელექტრო სუვია, რომელიც BMW-ს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო მაგალითია. საქმე მხოლოდ ალტერნატიულ აგრეგატს არ ეხება. ავტომობილს ავტონომური მართვის სისტემაც ექნება.

BMW-მ ამ ავტომობილის დიზაინი 2018 წელს Vision iNext concept car-ის სახელით წარმოგვიდგინა. ახლა კი უკვე დასრულებული ვერსიის ხილვა შეგვიძლია. iX ზომითა და ფორმით X5-ს ჰგავს, მაგრამ სახურავი უფრო დაბალია. უკეთესი აეროდინამიკისთვის ცხაურა განახლებულია.  

iX BMW-ს მეხუთე თაობის EV ტექნოლოგიითა. კორპუსი ალუმინისაა. კარბონიც გამოყენებულია. თითოეულ ღერძზე ერთი მოტორი ექნება. ჯამში 500 ცხენის ძალა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ სუვმა 0-100კმ/სთ-მდე 5 წამში ნაკლებ დრომდე მიაღწიოს. 10-80%-მდე 40 წუთზე ნაკლებ დროში იმუხტება. ბოლომდე დამუხტულზე ავტომობილს 483 კილომეტრის გავლა შეეძლება.

iX-ის სალონი უფრო ტევადია, ვიდრე X5-ის. iX-ის თვლების ბაზა უფრო გრძელია. სავარძლები ორ რიგადაა. საჭე ექვსკუთხაა. ახალი ფორმა ავტონომური მართვის სისტემის ხელშესაწყობადაა. BMW-ს თქმით, ეს ავტომობილის კონტროლისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ავტონომურ მართვაზე ჯერმხოლოდ მცირე რამ ვიცით, მაგრამ ავტომწარმოებელს მესამე დონის ავტონომური მართვის სისტემა უნდა შემოეთავაზებინა. ეს სისტემა მოკლე მონაკვეთზე საჭის გარეშე მართვის საშუალებას იძლევა. თუმცა, მძღოლი მართვაზე კონტროლის დასაბრუნებლად ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად.

ავტომობილის ფუნქციების ძირითადი ნაწილი საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანიდან კონტროლდება. iDrive კონტროლი ცენტრალურ კონსოლზეა. Bowers & Wilkins აუდიო სისტემა 30-დინამიკიანია. მას 4D ფუნქცია აქვს იმისთვის, რომ ბასები უკეთ იგრძნოთ.

iX მთავარ ქარხანაში, დინგოლფინში აიწყობა. პროტოტიპები ამ ქარხანაში უკვე იწყობა.

გაზიარება: