Aa Aa
13 თებერვალი 2021  |  10:06

10 ყველაზე სწრაფი საოჯახო ელექტრო ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე

თუ სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები გიტაცებთ, მაშინ ელექტრო ავტომობილების ეს სია თქვენთვისაა! 

ალბათ, გასაკვირი არ იქნება, რომ Tesla-ს ამ ჩამონათვალში რამდენჯერმე იხილავთ. თუმცა, Tesla-ს არც სხვა ავტომწარმოებლები უდებენ ტოლს სწრაფი ელექტრო მოდელების წარმოებაში. EV-ი ავტომობილების უმეტესობა 0-დან 100 კმ/სთ-მდე 8 წამში ჩქარდება, ზოგი კი ამ ნიშნულამდე აქსელერაციას 3 წამზე ნაკლედ დროში ახერხებს.

მყისიერი, სწრაფი, რბილი და წყნარი აჩქარება ელექტრო ავტომობილის ნიშაა.

10. Tesla Model 3 Standard Range


Tesla Model 3 Standard Range-ი ტლანქი ავტომობილი არ არის, მაგრამ სიის სხვა მოდელებში ყველაზე ნელია. Model 3-ის საბაზისო ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5.6 წამში ჩქარდება, რაც სწრაფია. თუმცა, რატომღაც ისეთი ნელია, რომ მან ჩამონათვალში მეათე ადგილი დაიკავა.

9. Audi E-Tron


Audi E-Tron-ი დიდი ელექტრო SUV-ია. ნებისმიერი SUV-ისთვის რთულია „ყველაზე სწრაფების“ სიაში მოხვედრა, მაგრამ ეს ავტომობილი სხვა საფეხურზეა. E-Tron-ს 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად 5.5 წამი სჭირდება.

8. Tesla Model 3 Standard Range Plus


Model 3 Standard Range-ის Plus ვერსია ოდნავ უფრო მეტი სისწრაფით გამოირჩევა. სატერფულზე ბოლომდე ფეხის დაჭერის შემთხვევაში ის 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5.3 წამში აჩქარდება.

7. Tesla Model 3 Long Range


Model 3-ის ეს ვერსია არამარტო დამატებით მანძილს, არამედ უფრო სწრაფ აქსელერაციასაც ითავაზება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი შემადგენლობაში ყველაზე მაღალი წარმადობის არ არის, მას 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 4.5 წამი სჭირდება.

6. Jaguar I-Pace


მიუხედავად იმისა, I-Pace-ი Tesla Model 3 Long Range-ს უტოლდება ის სიის უფრო ვიწრო წრეში ექცევა. ასეთ პატივისცემას ის ფაქტი იმსახურებს, რომ ის ყველაზე სწრაფი საოჯახო ელექტრო ავტომონილია, რომელზეც Tesla-ს ლოგო არ არის გამოსახული. I-Pace-ი 0-დან 100-მდე 4.5 წამში ჩქარდება.

5. Tesla Model X Long Range



Model X საკმაოდ დიდი ავტომობილია. მიუხედავად გაბარიტული ზომებისა და წონისა Long Range ვერსია 100 კმ/სთ-ს 4.4 წამში ავითარებს. რამდენად კარგია ეს დრო უზარმაზარი SUV-ისთვის?

4. Tesla Model S (2019)


და აი Model S-იც გამოჩნდა. Model S-ი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საოჯახო სედანია. მან შთამბეჭდავი - 3,7 წამი აჩვენა 0-დან 100-მდე აჩქარებისას. Long Range Model S-ი კი ყველაზე სწრაფი ვერსია არ გახლავთ.

3. Tesla Model 3 Performance


მაშ ასე! Tesla-ს Performance მოდელებიც გამოჩნდა! ეს ავტომობილები სისწრაფისთვის აიწყო. მათ მართლაც რომ კისრის მომტეხველი სტარტი აქვთ. Model 3 Performance-ის მოდელებში ყველაზე ნელია და ის 0-დან 100-მდე 3.2 წამში ჩქარდება.

2. Tesla Model X Performance


SUV-ო ჩემო! ამ ავტომობილს მთელი ოჯახისა და აღჭურვილობის დატევა შეუძლია და ამავდროულად ის მეორე ყველაზე სწრაფი საოჯახო ელექტო ავტომობილია. Model X Performance-ი დაფრინავს და 0-დან 100-მდე ის 2.7 წამში ჩქარდება.

1. Tesla Model S Performance


Tesla Model S Performance-ი უკონკურენტოა. ადგილიდან ის რაკეტასავით წყდება და სპიდომეტრი ციფრებს წარმოუდგენლად სწრაფად ცვლის. Model S Performance-ი საოჯახო ელექტრო ავტომობილების მეფეა და ის 0-დან 100-მდე 2.4 წამში ჩქარდება!

გაზიარება: