Aa Aa
21 ნოემბერი 2020  |  12:12

2022 წლის Subaru BRZ-ი: ახალი დიზაინი და მეტი სიმძლავრე

Subaru-ს ერთადერთი უკანა წამყვანი მოდელი 2022 წლისთვის უფრო გასათობი იქნება.

ბოლო ათწლეულში Subaru ისეთი ტიპის ავტომწარმოებელად იქცა, რომელიც მთავარ აქცენტს საოჯახო და პრაქტიკული სედანების, ჰეჩბეკებისა და ქროსოვერების შექმნაზე აკეთებს. მიუხედავად ამისა, კომპანიამ 2+2 სპორტული ავტომობილიც შექმნა BRZ-ის სახით, რომელშიც ოპოზიტური ძრავა იყო განთავსებული და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასიც ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არც 2022 წლის BRZ-ში იცვლება.

დამატებითი სიმძლავრე, Boxer-ის ატმოსფერული ძრავა, უფრო მდგრადი შასი და სტილი - ეს ის ჩამონათვალია, რაც ავტომოყვარულებს იზიდავს. პირველი თაობიაში არსებული პრობლემები ახალ მოდელში იმგვარადაა გადაჭრილი, რომ ახალი არ შექმნილიყო.

ყველაფერი მეტი გარდა წონისა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2022 წლის Subaru BRZ ოპოზიტური ატმოსფერული 2.4-ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავით იქნება აღჭურვილი. აგრეგატი 228 ცხენის ძალას და 249 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ის ძველ ძრავაზე 11 პროცენტით უფრო მეტ სიმძლავრისა და 15 პროცენტით უფრო მეტი მაბრუნი მომენტს აწარმოებს. ახალი მოდელის წონა 1 276 კილოგრამს შეადგენს და ის პირველ თაობაზე მხოლოდ 7 კილოგრამით მძიმე იქნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მომატებული სიმძლავრე ავტომობილის სისხარტეს შესამჩნევად გააუმჯობესებს.

სიმძლავრე ერთადერთ კომპონენტი არაა, რაც ავტომობილის უკეთეს მართვადობას განაპირობებს. შასის გადაბმის ადგილები და ქვეჩარჩოს შენაერთები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგალითისთვის წინა ღერძის სიხისტე 60%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მოდელს სიმძიმის ცენტრიც უფრო დაბლა ექნება და მოსახვევებში მართვა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ BRZ-ი ძველი სკოლის შარმს ატარებს, მასში თანამედროვე ტექნოლოგიებმა მაინც მოიყარა თავი. მაგალითად, EyeSight-ის აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგია ყველა BRZ-ისთვის სტანდარტულად ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, კოპანია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილში მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიებს სტანდარტუალად არ განათავსებს და ის კომპლექტაციათა სიაში იქნება შეტანილი. ეს კი საკმაოდ უცნაურია, რადგან ავტომატური დამუხრუჭების სისტემით Nissan-მა მექანიკური გადაცემათა კოლოფიანი Versa-ც კი აღჭურვა. რატომ არ შეეძლო Subaru-ს იგივე რამ გაეკეთებინა უფრო ძვირიან სპორტულ ავტომობილში?

როდის გამოვა და რა ეღირება ის?

Subaru-ში ამბობენ, რომ 2022 წლის BRZ-ი შოურუმებში ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება, რაც ცოტა დრო ნამდვილად არ არის. კომპანიას სხვა დამატებითი მონაცემები ფასის, საწვავის მოხმარებასა და წარმადობის შესახებ არ გაუსაჯაროებია, თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის წინამორბედზე კოლოსალურად განსხვავებული არც ერთ კომპონენტში იქნება.

ჩვენი ვარაუდით, 2022 წლის საბაზო მოდელის ფასი 27 000$-დან დაიწყება და ის 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნება აღჭურვილი. ზარმაც მომხმარებლებს, რომლებსაც სიჩქარის გადართვა დაეზარებათ, ავტომატური კოლოფის შესასძენად, სავარაუდოდ, 1 500$-ის დამატება მოუწევთ. ისე, როგორც ეს წინა თაობის შემთხვევაში იყო. 

გაზიარება: