Aa Aa
19 ნოემბერი 2020  |  18:11

ხვალიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი მარშრუტები დაემატება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ხვალიდან ახალი მარშრუტები დაემატება. მიკროავტობუსები და 12-მეტრიანი ავტობუსები კრწანისის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

N345 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგ მარშრუტზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსი - კ. აფხაზის ქუჩა - რუსთაველის გამზირი - ი. ჭავჭავაძის გამზირი - ბაგებში არსებული სტუდქალაქი; საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N346 გადაადგილდება: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი მე-19 კორპუსიდან - ვარკეთილის მიმართულებით, „ჰუალინგის“ დასახლებამდე.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ქვემო ფონიჭალაში ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:

საუბნო მარშრუტი N409 მოძრაობას ფონიჭალიდან დაიწყებს და რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსთან დაასრულებს; N410 მიკროავტობუსი გადაადგილდება თავისუფლების ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე; საუბნო მარშრუტი N411 მცხეთელის ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე იმოძრავებს.

"აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსები ძირითადი საქალაქო საავტობუსე ხაზის მკვებავ მარშრუტებს წარმოადგენენ. ისინი მგზავრებს სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარებიან", – განაცხადეს მერიაში.

გაზიარება: