Aa Aa
20 ნოემბერი 2020  |  12:06

Elation Freedom 2000-ცხენისძალიანი ჰიპერქარია!

ჰიპერქარი 2 000 ცხენის ძალით!

Lotus Evija, Pininfarina Battista და Rimac C_Two არ არის თქვენთვის საკმარისი? Tesla Roadster-ზე ახალ ამბავს ელოდებით? მაშინ ყურადღებით... თქვენთან შესახვედრად ახალი ჰიპერქარი ემზადება! მას Elation Freedom ჰქვია.

სტანდარტულ Freedom-ს 100კვ/სთ-იანი ბატარეა და სამი ელექტრო მოტორი ექნება. გაძლიერების შემთხვევაში 120კვ/სთ-იანი ბატარეა და 4-მოტორიანი აგებულება მიიღება. გაძლიერებულ ვერსიას 2000 ცხენის ძალა ექნება და 644კმ-ს გავლას შეძლებს. სტანდარტულის შემთხვევაში კი  1414 ცხენის ძალას მიიღებთ. ყველა მაჩვენებელი კი ჯერ ცნობილი არ არის.

კომპანიის ფესვები ავტოსპორტს უკავშირდება. აგრეგატის სისტემა იმ კომპანიასთან ერთად განვითარდა, რომელსაც ფორმულა E-სა და ფორმულა 1-ს ძრავებზე უმუშავია. თანამშრომლები კი ფორმულა 1-ში, ლე მანის 24 საათში და სხვა სარბოლო დივიზიებში არიან გამოცდილები.

დაკიდების სისტემა ფორმულა 1-ითაა შთაგონებული. კარბონის „მონოკოკი“ შასის უსაფრთხოება  U.S. Department of Transportation-სა (DOT) და Federation Internationale de l’Automobile-ს (FIA) „მოთხოვნებს აჭარბებს“.

ფასები $2 მილიონიდან დაიწყება. თუ ელექტრო აგრეგატები არ გიზიდავთ, მაშინ კომპანია ამ ავტომობილს 5.2-ლიტრიანი V10 ძრავით $2.3 მილიონად მოგყიდით.

 

გაზიარება: