Aa Aa
26 ნოემბერი 2020  |  15:38

Naran-ის V8 Hyper Coupe-ს ოთხი ადამიანის მოთავსება და 1 062 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება

საწარმოო ხაზი 49 ეგზემპლარის შექმნას მოიცავს და მოდელის სახელიც კი მყიდველის სურვილზე იქნება მორგებული

ავტოსამყაროში ახალი მწარმოებელი გამოჩნდა, რომლის მიზანიც ექსკლუზიური, მცირე საწარმოო მოცულობის და უამრავ ცხენის ძალიანი ავტომობილის შექმნაა. თქვენს წინაშეა დიდ ბრიტანეთში შექმნილი Naran Automotive-ი და მისი ახალი ქმნილება. Naran-ი სხვა საავტომობილო „სტარტაპებისგან“ განსვავდება, რაც უკვე კარგის ნიშანია.

დავიწყოთ იმით, რომ ეს ავტომობილი არ მიჰყვება ჰიბრიდული ან სრულად ელექტრო ავტომობილის წარმოების ტრენდს. Naran-ი ბენზინზე მომუშავე 5-ლიტრიანი V8 ძრავათია აღჭურვილი, რომელიც მძღოლის წინაა განლაგებული. მიუხედავად ამისა, მისი უკანა ნაწილის დიზაინი შუა ძრავიან ავტომობილს მოგაგონებთ. Naran Automotive-ის თქმით, ძრავა Racing Dynamics-ის მიერ სპეციალური შეკვეთით არის დამზადებული. ორი ტურბინით აღჭურვილი აგრეგატი 1 062 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს კოლოსალური სიმძლავრე ოთხივე საბურავზე ნაწილდება. კომპანიის თქმით ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3 წამზე ნაკლებ დროს ანდომებს, ხოლო მისი მქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ-ს შეადგენს.

თუმცა სიმძლავრე Naran-ის ერთადერთ ფოკუსს არ წარმოადგენდა. ავტომობილი მძღოლისთვისა და მგზავრებისთვის GT3-ის სტილის გამოცდილებას ითავაზება. ამ ყველაფერს მოტოსპორტისგან შთაგონებული ორმაგი განივი ბერკეტის რეგულირებადი დაკიდებაც უსვამს ხაზს. ავტომობილში საჭის ელექტრო სისტემასაც ვერ შეხვდებით - ის სარბოლო ჰიდრავლიკური კბილა-ლარტყით იმართება. კარბონის კერამიკული მუხრუჭები კონტროლის საუკეთესო განატს იძლევა. Naran-ის აეროდინამიკური პაკეტის მიმჭერი ძალა კი 1 377 კილოგრამს უტოლდება.

საბოლოო ჯამში, ეს ყველა ელემენტი დამწყები კომპანიისთვის საკმაოდ დიდი განაცხადს წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომწარმოებელს შტატში საკმაოდ გამოცდილი მომუშავე პერსონალი ჰყავს. მთავარი დიზაინერი ჯოუინ ვონია. მან სახელი Apollo IE-სა და De Tomaso P72-ის დიზაინის შექმნით გაითქვა. მექანიკურ ნაწილის ორგანიზებას EY3-ის ინჟინერი და დენიელ მენსი უდგანან სათავეში. დენიელი რეკორდის დამამყარებლ Nio EP9-ზე მუშაობდა. გეტყვით იმასაც, რომ Naran-ი თავიდან ბოლომდე ერთ კედლებში არ იწყობა და მისი მზიდი ძარა BMW 8 Series-დანაა აღებული.

Naran-ის მიზანი უბრალო სარბოლო ავტომობილის შექმნა არ ყოფილა. მას მდიდრული შტრიხები და კლიენტზე მორგებულობის ფართო შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. რამდენად ფართო? კომპანიის თქმით, 49-ვე საწარმოო ავტომობილის დეტალები ინდივიდუალურად, მყიდველის გემოცნების შესაბამისად იქნება შეკერილი. ექსკლუზიურობა იმდენად მაღალ ხარისხშია, რომ მყიდველებს ავტომობილისთვის ნებისმიერი სახელის მინიჭება შეეძლებათ.

დიახ, Naran-ი გარკვეულ საკითხებს განსხვავებულად მიუდგა. სამწუხაროდ, ფასის შესახებ ჯერ სიტყვაც არ დაძრულა, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მომივიხილეთ მისი სიიაფე ნაკლებად სავარაუდოა.

გაზიარება: