Aa Aa
27 ნოემბერი 2020  |  11:42

Toyota ვეგეტარიანელ მომხმარებლებს საკვები დაწესებულების პოვნაში დაეხმარება

Toyota ვეგეტარიანელ მომხმარებლებზე ზრუნავს!

Toyota იაზრებს იმას, რომ ვეგეტარიანელების რიცხვი სულ უფრო იზრდება და ცდილობს, მათი მოთხოვნებიც დააკმაყოფილოს. HappyCow-სთან თანამშრომლობით, ისინი მობილურ ტექნოლოგიას ქმნიან, რომელიც ვეგეტარიანელებს საკვები დაწესებულების პოვნაში დაეხმარებათ.

2020 წლის Toyota-სა და Lexus-ის ავტომობილები Destination Assist პროგრამას მიიღებენ. როგორ მუშაობს? საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანზე ღილაკს წარწერით Destination უნდა დააჭიროთ. სისტემა ცოცხალ წარმომადგენელს დაუკავშირდება. მომხარებელს მხოლოდ იმის თქმა სჭირდება, რომ ვეგეტარიანული საკვები სურს.  შემდეგ კი ასისტენტი, HappyCow-ს დახმარებით, უახლოეს საკვებ დაწესებულებას გიპოვით. მარტივია, არა?

Destination Assist-ი საცდელი ვერსიაა. Toyota-ს მარკის ავტომობილების შემთხვევში, ერთი წლის შემდეგ მისი შეძენა მოგიწევთ. ხოლო Lexus-ი ამ პროგრამას უფასოდ სამი წლით გთავაზობთ.

„მოხარული ვართ Toyota-სთან თანამშრომლობით პროგრამაზე, რომელიც მომხმარებელს ცოცხლალ წარმომადგენელთან თანამშრომლების შესაძლებლობას აძლევს. ასისტენტები HappyCow-ს გაწვრთნილია“. - ამბობს HappyCow-ს ხელმძღვანელი კენ სპექტორი.

თავიდან ეს სერვისი მხოლოდ ამერიკაში იქნება ხელმისაწვდომი. მოგვიანებით კი გლობალურად დანერგვაც იგეგმება.

გაზიარება: