Aa Aa
27 ნოემბერი 2020  |  14:27

Volvo P1800 Cyan-ი: რეტრო-მოდერნული დიზანის ულამაზეს შერწყმა

ღირს თუ არა ის 500 000$?

Volvo P1800 Cyan-ი 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სადებიუტო ავტომობილია. ახლა ის საწარმოოდ თითქმის გამზადებულია და მისი მართვა იმდენად ამაღელვებელია, როგორიც დამაიმედებლი.

ამ ავტომობილზე საუბრისას ტერმინი „თანამედროვედ რესტავრირებული“ ხშირად გამოიყენება, რაც თითქოს მის ფართო მოდიფიკაციებს აკნინებს. Cyan Racing-მა კუპეს პირვანდელი ძარა გააგანიერა. კორპუსის ქვეშ ახლა მაღალი სიმტკიცის შასია, რომელსაც ძველ Volvo-სთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სტრუქტურული სიხისტე აქვს.

ნამდვილი მაგია ძრავის ხუფის ქვეშაა, სადაც Cyan Racing-ის დამონტაჟებილი 2-ლიტრიანი ტურბინიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 413 ცხენის ძალასა და 455 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მძღოლზე მეტი ორიენტირებულობისთვის სიმძლავრე უკანა ღერძზე, 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცამათა კოლოფით ნაწილდება. ეს ყველაფერი სიჩქარეთა ცვლილების კლასიკურ შეგრძნებას აცოცხლებს.

მძღოლის გზასთან უფრო მეტად დასაკავშირებლად ავტომობილში ისეთი ელექტრო დამხმარე საშუალებები არ არის განთავსებული, როგორიც ბუქსაობის საწინააღმდეგო სისტემა, სტაბილურობის სისტემა და ABS-ია. გაუმჯობესებული დაკიდება და AP Racing-ის მუხრუჭები პილოტს გზაზე მაქსიმალური კონტროლის საშუალებას აძლევს.

ერთადერთი, რაც ავტომობილის მართვისას პროფესიონალების მიერ იქნა შემჩნეული, ელექტრონული მოხვევის სისტემის ხარვეზით მუშაობაა. საკითხის შესახებ კომპანია ინფორმირებულია და მისი მოგვარების გზებსაც აქტიურად ეძებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტომობილი ჯერ მხოლოდ პროტოტიპია.

P1800 Cyan-ის ფასი 500 000$-დან იწყება, რაც საკმაოდ ძვირია. თუმცა რეტრო-თანამედროვე ავტომობილების სამყაროში სიიაფეს არ უნდა ელოდეთ. მაგალითისთვის Singer-ის სპეციალური შეკვეთის Porsche-ს საწყისი ფასი, კომპლექტაციის მიხედვით ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

გაზიარება: