Aa Aa
30 ნოემბერი 2020  |  16:03

1990 წლის Nissan NPT-90 IMSA GTP სარბოლო ავტომობილი გასაყიდად გამოჩნდა

900+ ცხენის ძალა და გასაოცარი დიზაინი! 

IMSA GTP კლასი ერთ-ერთ საუკეთესო სარბოლო სერია იყო, რაც აშშ-ს სპორტულ გზებზე ოდესმე გამართულა. ის მძლავრ ავტომობილებსა და კარგად დაფინანსებულ და ქარხნული ზურგით გამაგრებული გუნდების გაშმაგებულ კონკურენციას აჩვენებდა. ეს 1990 წლის Nissan NPT-90 კი ამ კლასში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი გახლდათ.

სარბოლო ავტომობილების სარემონტო კომპანიის - Canepa-ს - მიერ გასაყიდად გამოტანიილ ვერსია ერთ-ერთია ექვსი NPT-90-დან. NTP-90 Nissan-ის მეორე თაობის GTP-ი ავტომობილი იყო. ამ უკანასკნელმა უფრო გაუმჯობესებული ქარხნული მხარდაჭერით მოახერხა სარგებლობა, ვიდრე მისმა წინამორბედმა.

დონ დივენდორფის Electramotive-ის გუნდი რბოლაში Nissan-ით 1984-დან 1990 წლამდე იღებდა მონაწილეობას. ჯეფ ბრაბამმა 1988 წელს GTP-ZXT-ში ტიტული მოიგო, თუმცა, დაბალი საბიუჯეტო მხარდაჭერის გამო მუდმივ გამარჯვებულად ვერ ჩამოყალიბდა. Nissan-ის უფრო პირდაპირი ჩარევით Electramotive-ი რეორგანიზდა როგორც Nissan Performance Technology Incorporated-ი, იგივე NPTI. Nissan-ის გულუხვი შემოწირულობის შედეგად კალიფორნიის საინჟინრო დაწესებულება გაფართოვდა, რის შედეგადაც ლეგენდარულმა დიზაინერმა, ტრევორ ჰარისმა ახალი NPT-90 შექმნა.

კარის დამჭერისებრი კორპუსის ავტომობილი, 3-ლიტრიანი ორ ტურბინიანი V6-ით იყო აღჭურვილი, რომელიც შასის შუაში იყო განთავსებული და 950 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ასეთ სიმძლავრეს კი Hewland-ის 5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ანაწილებდა.

გასაყიდად გამოტანილი ავტმობილი 1990 წლის სეზონის დროს გამოჩნდა და 1992 წლამდე იასპარეზა. ამ დროის განმავლობაში ავტომობილმა ორი გამარჯვება, ცხრა მეორე ადგილი და სამი მესამე ადგილი მოიპოვა. მას ბრაბამთან ერთად ჩიპ რობინსონი, ბობ ერლი და დერეკ დელი მართავდნენ. Nissan-მა IMSA Constructor’s-ის ჩემპიონატი 1990-1991 წლებში მოიგო, ხოლო 1992-ში Toyota-სთან წააგო. მომდევნო სეზონში კი GTP-ის კლასი დაიშალა.

Canepa-ს მიხედვით, chasis 01 კარგად არის შენახული და მას უმეტასად პირვენდელი კომპონენები აქვს შენარჩუნებული. კომპანია ამ ისტორიული ფიგურის ფასს ჯერ არ ასაჯაროვებს, თუმცა, გარწმუნებთ, რომ მის შეძენას მხოლოდ შეძლებული და ხელგაშლილი ავტომოყვარული თუ მოახერხებს.

გაზიარება: