Aa Aa
1 დეკემბერი 2020  |  11:36

ლუის ჰამილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

ლუის ჰამილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა და საჰირის გრან პრის გამოტოვებს.

FIA, ფორმულა 1 და Mercedes-AMG Petronas-ი ადასტურებენ, რომ საჰირის რბოლის წინა ტესტირებებში ლუის ჰამილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

ყველა კონტაქტი დადგენილია. 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი თვითიზოლაციაში იმყოფება და ყველა რეკომენდაციას იცავს.

განცხადების თანახმად, FIA და ფორმულა 1 ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამა გრან პრიზე სხვა გავლენა ვერ მოახდინოს.

ჰამილტონმა ბაჰრეინის გრან პრიზე გაიმარჯვა და თავისი რეკორდი გაზარდა. რბოლამდე მას სამი ტესტი გაუკეთდა და სამივე უარყოფითი იყო. ორშაბათ დილით კი მცირედი სიმპტომებით გაიღვიძა. განმეორებითმა ტესტმაც გივე შედეგი დააფიქსირა.

დროებით ვინ ჩაანაცვლებს მსოფლიო ჩემპიონს ეს ჯერ უცნობია. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ნიკო ჰულკენბერგი იყოს? „მერსედესი“ გეგმებს მოგვიანებით შეგვატყობინებს, მაგრამ „ჰალკის“ ნახვა ყველაზე სწრაფი ბოლიდის საჭესთან საინტერესო იქნება.

გაზიარება: