Aa Aa
2 დეკემბერი 2020  |  10:56

Bentley-ს ახალი ინტერიერი: ამაზე ბრიტანული ჯერ არაფერი გინახავთ!

Bentley ეკომეგობრული მატერიალის გამოყენებას იწყებს.

Volkswagen-ი კუბოკრულ მოხატულობას თავისი Golf GTI-ს ინტერიერში იყენებს. ერთხელ American Motors Corporation-მა სავარძლებლი Gremlin X Levi's Edition-ში შემოგვთავაზა. საინტერესოა, რატომ დასჭირდა Bentley-ს ამდენი დრო, რომ საბაზისო მოდელების სალონში ტვიდის ქსოვილი გამოეყენებინა? ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან დღეიდან მას სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ Bentley-ში მიიღებთ.

Mulliner - ის ჯგუფისგან 4 სტილის შალის ქსოვილს მიიღებთ. გასაგებია, რომ თბილი, ფუმფულა სავარძელი ბევრს ენდომებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდება. ეს ქსოვილი კარებზე იქნება გამოყენებული. ის ხისა და ტყავის დიზაინს შეავსებს.

სინამდვილეში, ტვიდი Bentley-ში ადრეც გამოჩნდა. ავტმაწარმოებელი ამ ქსოვილს მის სპეციალ გამოშვებებში იყენებდა. ბოლოს ეს $1.9-მილიონიანი Bacalar-ის შემთხვევაში მოხდა. ეს ავტომობილი მხოლოდ 12 ეგზემპლარად გამოვა. თუმცა, ამ შემთხვევაში ტვიდი დამატებითი არჩევანი არაა და ის პაკეტს მოჰყვება.  

Bentley მომავალზეც ალაპარაკდა. ეკომეგობრული მატერიალის გამოყენება მათი ახალი სტრატეგიის ნაწილია. თანაც Bentley ამაყობს იმით, რომ ისინი ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობენ, რომელიც ამგვარი მატერიის წარმოებაში წინაა. კარბონის იშვიათი გამოყენება გარემოს ნაკლებად აზიანებს.

ეს მიზეზი დასაფასებელია, მაგრამ არალოგიკური, რადგან Bentayga-ს ტვინ-ტურბდაბერვის 6.0-ლიტრიანი W12 ძრავა გარემოს იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მაგრამ მაინც... საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს სიტუაციის გამოსწორება?

 

გაზიარება: