Aa Aa
11 დეკემბერი 2020  |  11:44

„ერთად ბოლოჯერ“ - Ferrari სებასტიან ფეტელს ემშვიდობება

ფეტელის გულშემატკივრების ტანჯვის დასრულებამდე ერთი რბოლა დარჩა.

6-წლიანი თანამშრომლობა „ფერარისა“ და სებასტიან ფეტელს შორის დასასრულს მიუახლოვდა. გუნდმა 4-გზის მსოფლიო ჩემპიონს კონტაქტი არ გაუხანგრძლივა. ის კარლოს საინსით ჩაანაცვლეს. ბოლო რბოლას „ფერარი“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ერთად ბოლოჯერ“. ასე გამოეხმაურა გუნდი ბოლო ერთობლივ რბოლას. სებასტიან ფეტელის და საჯინიბოს თანამშრომლობას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

„ფერარიმ“ ჩემპიონს კონკურენტუნარიანი ბოლიდი ვერ შესთავაზა. მისი ასპარეზობა ხშირი მოცურებებით უფრო იყო დასამახსოვრებელი, ვიდრე გამარჯვებებით. თუმცა, რამდენიმე სასიამოვნო მომენტი მაინც გვახსენდება.

ფეტელმა 2015 წელს გუნდში მისი მეორე რბოლა, მალაზიის გრან პრი მოიგო. რამდენიმე სეზონის განმავლობაში ეს გუნდის პირველი გამარჯვება იყო.

ფეტელის ჩაფხუტი კი „ფერარისთვის“ სიმბოლო გახდა. ჩაფხუტის უბრალო და დახვეწილი დიზაინი გუნდის სინონიმადი იქცა და ყველა რბოლისას ადვილი ამოსაცნობი იყო.

სებასტიან ფეტელის ოცნება, რომ მისი კუმირის, მიხაელ შუმახერის წარმატება გაემეორებინა, მხოლოდ ოცნება დარჩა. ერთ დროს ფეტელი შუმახერის რეკორდის მოხსნის მთავარ კანდიდატად განიხილებოდა.

„ფერარის“ ბოლიდი დომინანტი „მერსედესის“ წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. გერმანელისთვის მდგომარეობა გაუარესდა, როცა გუნდში შარლ ლეკლერი მოვიდა. აშკარა გახდა, რომ გუნდისთვის ფეტელი ნომერი 1 პილოტი აღარ იყო.

მიუხედავად ყველა იმ შურაცხყოფისა, რაც „ფერარიმ“ 4-გზის მსოფლიო ჩემპიონს მიაყენა, ფეტელი კრიტიკული განცხადებებისგან თავს იკავებს. სიმართლე რომ ვთქვათ, გულშემატკივრების დიდ ნაწილს გერმანელის „ფერარიდან“ წასვლაზე გული არ წყდება. ყველა დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს „ასტონ მარტინის“ გუნდში ფეტელს უკეთესი შედეგები ექნება. Racing Point-ის წლევანდელი შედეგები იმედისმომცემია. იმედია, გერმანელს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩართულს ისევ ვიხილავთ.

 

გაზიარება: