Aa Aa
14 დეკემბერი 2020  |  12:32

Baby Endurance International 2020-ში სანდრო თავართქილაძემ გაიმარჯვა!

Baby Endurance International 2020 - ის გამარჯვებული ქართველი ავტომრბოლელი, ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინაში მრავალგზის ჩემპიონი, სანდრო თავართქილაძე გახდა.

12 დეკემბერს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური რბოლა გაიმართა.

ვირტუალური რბოლა ორ საათს გაგრძელდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოდან შეჯიბრში ათი საუკეთესო სიმრეისერი ასპარეზობდა.

სანდრო თავართქილაძე ლეგენდარულ ავტოდრომ IMOLA - ზე სრული 68 წრის განმავლობაში დომინირებდა და, მიუხედავად მისი მდევარი Toskovic - ის მრავალგზის მცდელობისა, სანდრომ მას შანსი არ დაუტოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი უკიდურესად დაძაბული გამოდგა. გიორგი დათუაშვილი და გერმან ბუხალცევი ბოლო წამამდე იბრძოდნენ პოდიუმისთვის, მაგრამ გამარჯვება დათუაშვილმა მოახერხა. 2 საათის განმავლობაში ხორვატული Sim Racing-ის წარმომადგენელთან ერთად რბოლას უძღვებოდნენ და კომენტირებას უწევდნენ ლევან მიმინოშვილი და ბექა ჯიქია.

შეგახსენებთ, რომ სსსფ - ს , განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და “სიმულექს რეისინგის” ერთობლივი მუშაობით 2020 წელს ჩატარდა Georgian Digital Championship 2020, რომელშიც ქართველმა სიმრეისერებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს.

გაზიარება: