Aa Aa
19 დეკემბერი 2020  |  13:01

Zoox-ი დამოუკიდებლად მოქმედ, სრულად ფუნქციონირებად მომავლის ტაქსის ასაჯაროებს

სრული დამუხტვით ავტომობილს ოპერირება 16 საათის განმავლობაში შეუძლია და მისი მართვა მძღოლს არ საჭიროებს.

Zoox-მა, ამაზონის ხელში ჩავარდნის შემდეგ მალევე, სრულად ფუნქციონირებადი ელექტრო ავტომობილი წარადგინა. კომპანიამ, რომელსაც Amazon.com, Inc.-ი დამოუკიდებლად აფინანსებს, განაცხადა, რომ უპილოტო ტაქსი საქალაქო დასახლებებისთვისა განკუთვნილი.

Zoox-ი 2014 წელს შეიქმნა და ის ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, საავტომობილო პროექტირებისა და განახლებადი ენერგიის კომბინირებას წარმოადგენს. მათი ხედვა გადაადგილებას შესახებ უფრო დაცული, სუფთა და გასართობია, რაც ყველასთვის მისაღებია.

Zoox-ის აშშ-ში აწყობილ ახალ დამოუკიდებლად მოქმედ რობოტაქსის ვაგონისებრი დიზაინი აქვს და მისი საშუალებით 4 მგზავრს შეეძლება გადაადგილება. დიახ, ავტომობილს საჭე არ აქვს და ის სრულად ავტონომიურად გადაადგილდება. მას 121 კმ/სთ-ის განვითარება და ოთხივე საბურავით მოხვევა შეეძლება. მანქანა სიგრძეში 3.63 მეტრია, რაც მის ქალაქში მოძრაობას კომპაქტურს ხდის. ყველაზე საინტერესო კი ის გახვლავთ, რომ მას ორმხრივმიმართული ბორბლების წყალობით მიმართულების შეცვლა მოტრიალების გარეშე შეუძლია.

სიმძლავრე 133 კვტ-სთ-ნი ბატარეადან მოდის, რისი საშუალებითაც Zoox-ის რობოტაქსი გადაადგილებას სრული დამუხტვით 16 საათის განმავლობაში შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, ეს ბატარეები, დღესდღეისობით, ყველაზე დიდი მოცულობისაა.

გარდა ამისა, Zoox-ის დამოუკიდებლად მოქმედი ტაქსი უსაფრხოების 100-ზე მეტ ტექნოლოგიურ თვისებას მოიცავს, რომლებიც ჩვეულებრივ მძღოლიან ავტომობილებს არ გააჩნიათ. უსაფრთხოებას სავარძლებისთვის კონვერტისებრ უსაფრთხოების ბალიშები და ხუთ ვარსკვლავიან უსაფრთხოების ტესტი განაპირობებს. ავტომიბილი კამერებს, რადარებსა და LIDAR-ის 270 გრადუსიან მოსახვევების კონტროლსაც იყენებს, რისი მეშვეობითაც ბრმა წერტილები სრულად აღმოფხვრილი იქნება.

Zoox-ის რობოტაქსი ახლა Las Vegas-ში გამოცდის ფაზაშია. აღსანიშნავია, რომ კომპანია მომავლის ტექნოლოგიების დამკვიდრებაში უზარმაზარი ნაბიჯებით პროგრესირებს. 

გაზიარება: