Aa Aa
16 დეკემბერი 2020  |  14:57

Hennessey Venom F5-ის დებიუტი შედგა და მას 1 817 ცხენის ძალიანი V8 ძრავა ექნება

მიწოდება მომავალ წელს დაიწყება.

დაანონსებიდან სამწლიანი ლოდინის შემდეგ Hennessey Venom F5 თითქმის მზადაა. 24-ეგზემპლარიანი, სუპერექსკლუზიური ავტომობილის მიწოდება მომავალ წელს დაიწყება. ახლა კი მოდელი საბოლოო პროგრამურ უზრუნველყოფას გადის. Hennessey ირწმუნება, რომ F5-ს 500 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლება.

ეს ყველაფერი Hennessey-ს სახელგანთქმული 6.6-ლიტრიანი V8 ძრავის დამსახურებაა, რომელიც 1 817 ცხენის ძალასა და 1 617 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 100 კმ/სთ-ის განვითარებას მოდელი სამ წამზე ნაკლებ დროში შეძლებს. მეტიც, Hennessey ამტკიცებს, რომ ავტომობილს 0-დან 200 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.7 წამში შეუძლია. მანქანის მშრალი წონა 1 360 კილოგრამია და ერთ ტონაზე 1 289 ცხენის ძალა მოდის.

ასეთი სიმსუბუქე კარბონის მზიდი ძარის შასისა და კარბონის კორპუსის პანელების დამსახურებაა. ავტომობილში ყველა დეტალი მძღოლზეა გათვლილი. მძღოლის სავარძელი მინიმალისტურ კოკპიტშია განთავსებული, ხოლო საჭე თვითმფრინავისა და F1-ის საჭისგან არის შთაგონებული. Hennessey-მ საჭეს, ხილვადობის გასაუმჯობესებლად და თავის კომფორტულად დასაფიქსირებლად, ზედა ნაწილი მოხსნა. მასზე მაშუქების, შუში საწმენდის, მოსახვევის მაშუქებისა და მართვის რეჟიმის საკონტროლებელი ღილაკებია განთავსებული.

Hennessey F5-ში მართვის ხუთი რეჟიმი იქნება ხელმისაწვდომი - სპორტი, სარბოლო ტრასა, სწორხაზოვანი რბოლა, სველი საფარი და F5. ეს უკანასკნელი რეჟიმი ერთადერთი იქნება, რითაც მძღოლი ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრის გამოყენებას შეძლებს. Hennessey-მ სიმძლავრის გადანაწილება 7-სიჩქარიანი ნახევრად ავტომატური კოლოფის მეშვეობით გადაწყვიტა. გარდა ამისა, ავტომობილი უკან 345/50 ზომის Michelin Pilot Cup Sport 2 რეზინებითა და 20-იანი დისკებით, ხოლო წინ 265/35 ზომის საბურავებითა და 19-იანი დისკებით იქნება აღჭურვილი. Michelin-ი საკუთარ საბურავებს Venom F5-ისთვის სიჩქარის დატვირთვებზე დატესტავს.

ძალოვანი აგრეგატი, რომელიც მხოლოდ 289 კგ.-ს იწონის, სრულიად ახალი თუჯის ბლოკი და ალუმინის ცილინდრის თავები აქვს. უნიკალური შემშვები კოლექტორის დიზაინი ინტერქულერს პლენუმსა და ცილინდრის თავებს შორის განთავსების საშუალებას აძლევს. ეს კი ჰაერის ტემპერატურასა და სიმძლავრის მაქსიმიზაციაზე მოქმედებს. გამოშვებული ჰაერი უჟანგავი მეტალისგან დამზადებული გამშვები სისტემით გარეთ გამოედინება, რომელიც იმავე მატერიალითაა დამუშავებული, რითაც იარაღის ცილინდს სიცხისგან იცავენ.

Hennessey-ის მხოლოდ ერთი გაუმჯობესება ექნება - Track Pack-ი - რაც უფრო აგრესიული წინა გამყოფისა და უკან ფრთის დაყენებას გულისხმობს. შემანელებელ ძალას 15.35 ინჩიანი კარბონ-კერამიკული მუჭრუჭები და 6-პისტონიანი კალიპერები უზრუნველყოფს. კომპანიის თქმით, ავტომობილის მიწოდება მომავალ წელს დაიწყება.

გაზიარება: