Aa Aa
20 დეკემბერი 2020  |  13:42

BMW 850i AC Schnitzer: ყალბი პოლიციის მანქანა გაუმჯობესებული მონაცემებით

ის თითქმის ისეთივე სიმძლავრისაა, როგორიც M8 Competition-ი.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ყველა მსხვილი საავტომობილო შოუს ორგანიზატორებს ფესტივალების გაუქმება მოუხდათ. ერთ-ერთი ასეთი ფესტივალი კი Essen Motor Show-ა, რომლის ორგანიზატორებმაც ღონისძიების ჩატარებისგან თავი შეიკავეს. SEMA-ს ევროპული ადაპტაცია 2021 წლის ნოემბრისთვის ჩაინიშნა, თუმცა, ამ ფაქტს გერმანულ კომპანია AC Schnitzer-ზე გავლენა არ მოუხდენია. ბრენდმა, უსაფრთხოდ მოდიფიცირების კამპანიისთვის ტრადიციული „პოლიციის მანქანა“ წელს მაინც შექმნა.

თუ აქამდე არ გსმენიათ გეტყვით, რომ ყველაფერი Verband Deutscher Automobil Tuner -ის მიერ, 2005 წელს დაიწყო. მათ მოდიფიცირებული ავტომობილის უსაფრთხოების დემონსტრირება შეძლეს. AC Schnitzer-ი კი ახლა თავის მეექვსე პოლიციის მანქანას გვაცნობს, რომელიც BMW 8 Series Coupe-ს M850i კომპლექტაციას წარმოადგენს.

მოდიფიკაციები პოლიციის მორთულობით იწყება, რომელიც კორპუსზე Foliatec-ის სრული ფირის გადაკვრასა და სახურავსა და ბამპერებზე ლურჯი განათების დამონტაჟებას გულისხმობს. სალონში სპეციალური რადიო სისტემაც არის განთავსებული. თუმცა, ეს ყველაფერი ამ მერვე სერიაში მეორე ხარისხოვანია. ვიზუალური გაუმჯობესებები კორპუსის პანელების დეტალებს და სპეციალურად დამზადებული გამშვები სისტემის კარბონის ოთხ მაყუჩს ეხება.

AC Schnitzer-მა ბავარიული წარმადობის კუპე ახალი აფტერმარკეტ დაკიდებით დაადაბლა და ესთეტიკური 21-იანი დისკებით აღჭურვა. კორპუსის დამატებითი პანელების უმეტესობა კარბონისგან არის დამზადებული, ხოლო სალონში ალუმინის უამრავ დეტალს შეხვდებით.

რა იქნებოდა მოდიფიცირებული ავტომობილი გაუმჯობესებული კომპიუტერული უზრუნველყოფის გარეშე? სწორედ ამიტომ, AC Schnitzer-მა 4.4 ლიტრიან V8 ძრავის მუშაობაშიც შეიტანა ცვლილება. ამ სპეციფიკაციის ქარხნული ავტომობილი 523 ცხენის ძალას გამოიუმუშავებს, თუმცა, ამ მოდელის სიმძლავრე 612 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ავტომობილს M8 Competition-მდე მხოლოდ და მხოლოდ 5 ცხენის ძალა აშორებს. გარდა ამისა, მაბრუნი მომენტიც გაზრდილია და ახლა მერვე სერიას 840 ნიუტონ მეტრი აქვს.

AC Schnitzer-ი არ განმარტავს რამდენად სწრაფია M850i გაუმჯობესებული ძრავით. თუმცა ორიენტირებისთვის გეტყვით, რომ ქარხნულ M8 Competition-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე განსავითარებლად ზუსტად 3 წამი სჭირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ს შეადგენს.

გაზიარება: