Aa Aa
17 დეკემბერი 2020  |  12:13

Lamborghini SC20 საქალაქო გზებზე დაშვებული უსახურავო 770 ცხენის ძალიანი Aventador-ია.

პირველი შემთხვევა არაა, როდესაც V12 გულის მძვინვარე ხარმა სახურავი სრულად დაკარგა, მაგრამ ამჯერად მას უფრო მეტი სიმძლავრე აქვს.

Lamborghini Aventador-ს იმდენად გრძელი ცხოვრების ციკლი ჰქონდა, რომ უკვე 2011 წლიდან წარმოებული სახეცვლილი მოდელების სათვალავი გვერევა. პირველი მათგანი - Aventador J - უსახურავო სუპერქარი იყო, რომელიც 2012 წელს შეიქმნა და ის მდიდარი მყიდველისთვის იყო გათვლილი. J მოდელის 700 ცხენის ძალიანი სული კი ცხრა წლის შემდეგ ისევ ცოცხალია და ის SC20-ის სახით გვევლინება.

Lamborghini Squadra Corse-ის მიერ შექმნილი SC20 საქალაქო გზისთვის ლეგალურია. ახალი სპიდსტერი SC18-ის შემდგომი მოდელია და ის Squadra Corse-ის პირველი ქმნილებაა, რაც ავტოსპორტის მიღმა გავა.

SC18 Alston-ის მსგავსად, 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა 770 ცხენის ძალასა და 720 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თუ ეს რიცხვები გეცნობათ გეტყვით, რომ ეს, რეგულარული Aventador-ისგან განსხვავებული, SVJ-ის მონაცების „დეჟა ვუა.“

Squadra Corse-ის დიზაინი ავტომობილს ერთი შეხედვით ეტყობა, რადგან ის გაცილებით უფრო აგრესიულია, ვიდრე Aventador J იყო. გიჟური აეროდინამიკური შესრულებით სპიდსტერი სარბოლო ატმოსფეროს ქმნის. Lamborghini-ის ავტოსპორტის დივიზიის თქმით, მოდელი არამხოლოდ J-ის, არამედ Diablo VT Roadster-ის, Veneno Roadster-ისა და Galardo Concept S-ის შთაგონებითაც არის შექმნილი.

SC20-ს Sian-ის მსგავსი უკანა მაშუქები და შეკვეთით დამზადებული Bianco Fu-ს ფერის კორპუსი Cepheus Blue-ს აქცენტებით არის შესრულებული. ასეთი შეხამებით ავტომობილი მისტიკური მყიდველისთვის შეიქმნა. გამოაშკარავებული კარბონის დეტალებითა და ალკანტარით ინტერიერი დამზადდა, ხოლო ექსტერიერზე, კარბონთან ერთად, ალუმინის დეტალებიც არის გამოყენებული.

რადგან ფასის შესახებ არაფერი გასაჯაროებულა უნდა ვივარაუდოთ, რომ SC20 573 966$-იან Aventador SVJ Roadster-ზე გაცილებით ძვირი იქნება.

გაზიარება: